თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ტრანსგენდერმა საქართველოდან, ვინმე დ.-მ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით იმის გამო მიმართა, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში მის სქესთან დაკავშირებით ცვლილების შეტანაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა, ნათქვამია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ევროპული ცენტრის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ტრანსგენდერმა საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს მის დოკუმენტებში სქესის შესახებ ინფორმაციის შეცვლის (მდედრობითის ნაცვლად მამრობითზე) თაობაზე მიმართა, რაზეც უარი მიიღო. ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მას ჯერ სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაცია უნდა ჩაეტარებინა და მხოლოდ ამის შემდეგ მოეთხოვა დოკუმენტებში მონაცემების შეცვლა.
„დოკუმენტების გარეშე, რომლებიც ასახავენ შეძენილ სქესს, ბატონი დ. იმდენჯერ იტანს დამცირებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამდენჯერაც მას უწევს მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა, მაგალითად, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, საბანკო საქმიანობასა და საზღვრის გადაკვეთისას. აგრეთვე მას არ შეუძლია მუდმივი სამუშაოს შოვნა და საკუთარი შვილების აღზრდაში აქტიური მონაწილეობა მიღება“, — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც ტრანსგენდერის ინტერესებს იცავს.
საქართველოში 2014 წლიდან ანტიდისკრიმინაციური კანონი მოქმედებს, რომელიც კრძალავს ადამიანის უფლებების შელახვას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიხედვით.
მიუხედავად ამისა, საქართველო სოციალურ-კონსერვატიულ ქვეყანას წარმოადგენს და ის, რა მდგომარეობაშიც არის მოსარჩელე, მასში დიდ შეშფოთებასა და შიშს იწვევს და მას საზოგადოებისგან იზოლირებულს ხდის, დასძინეს ორგანიზაციაში.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა ცენტრმა“ მაგალითის სახით მოიყვანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განხილული საქმე „გარსონი და ნიკო საფრანგეთის წინააღდეგ“, რომელშიც ნათქვამია, რომ სქესის სამართლებრივი აღიარებისთვის ქირურგიული ოპერაციის ჩატარების მოთხოვნა არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლს „პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება“.
ტრანსგენდერმა საჩივარი ევროპის სასამართლოში სამშაბათს შეიტანა. საჩივრის შედგენაში „ადამიანის უფლებათა ევროპული ცენტრის“ გარდა, ქართული არასა