ეროვნული ბანკი ბრუნვიდან 50-თეთრიან მონეტებს იღებს

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
2018 წლის 1 იანვრიდან ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტის გაცვლა მხოლოდ ბანკებში იქნება შესაძლებელი

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი წლიდან ე.წ. ოქროსფერ 50-თეთრიან მონეტას გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი აღარ ექნება,, აღნიშნულია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

50-თეთრიანი მონეტის შეცვლა 2018 წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ნებისმიერ კომერციულ ბანკში და ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან — მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში.

© National Bank of Georgia50-თეთრიანი, რომელიც მიმოქცევიდან უნდა ამოიღონ
Монета номиналом 50-тетри, которая изымается из обращения - Sputnik საქართველო
50-თეთრიანი, რომელიც მიმოქცევიდან უნდა ამოიღონ

სავაჭრო და მომსახურების ობიექტები 2018 წლის 1 იანვრიდან ვალდებული იქნებიან გადახდისას მიიღონ ძველი მონეტები.

"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2006 წლიდან მიმოქცევაში გაუშვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დამზადებული და ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული 50 თეთრის ნომინალის ახალი მონეტა, რომელიც წარმატებით დამკვიდრდა მიმოქცევაში. ვერცხლისფერი მონეტა შედგება სპილენძ-ნიკელისაგან და მისი დიამეტრი 24 მმ-ი, ხოლო წონა 6,5 გ-ია", — ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

მონეტის ავერსზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, წარწერა "საქართველო" და გამოშვების წელი "2006", ხოლო რევერსზე — ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი "50" და წარწერა "თეთრი".

© National Bank of Georgia50-თეთრიანი, რომელიც მიმოქცევაში რჩება
Монета номиналом 50 тетри, которая остается в обращении - Sputnik საქართველო
50-თეთრიანი, რომელიც მიმოქცევაში რჩება

ეროვნულ ბანკში აღნიშნეს, რომ გაყალბებისგან დაცვის თვალსაზრით მონეტის ორივე მხარეს მიკროელემენტის სახით დატანილია ძველი კოლხური თეთრის ანალოგი – ლომის თავის გამოსახულება, ხოლო მონეტის წიბო დაღარულია და ჩატვიფვრულია ქართულ-ინგლისური წარწერა "საქართველო Georgia" და ხუთქიმიანი ვარსკვლავი.

იხილეთ ასევე: „მიმოქცევაში ახალი ასლარიანი კუპიურები ჩაეშვა>>

საქართველოს ეროვნული ვალუტა — ლარი დაბადების დღეს 2 ოქტომბერს აღნიშნავს — სწორედ ამ დღეს, 1995 წელს ლარი გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება გახდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0