მიმოქცევაში ახალი ასლარიანი კუპიურები ჩაეშვა

© photo: Sputnikსაქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალური სალაროს შენობა
საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალური სალაროს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლარის ახალი ბანკნოტები აღჭურვილია დამცავი ნიშნებით, აქვს ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე მომხმარებლისთვის. ასევე გაზრდილია ბანკნოტის ზომა.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის 1 ნოემბრიდან მიმოქცევაში გამოუშვა 100 ლარის ნომინალის განახლებული ეროვნული ვალუტა.

განახლებული 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში 2016 წლის 1 თებერვლიდან გამოვიდა. რაც შეეხება 5 და 10-ლარიან ბანკნოტებს, მათი განახლება მოგვიანებით, სავარაუდოდ, 2017 წლის დასაწყისში იგეგმება, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

განახლებული დიზაინის კუპიურები მიმოქცევაში ძველ ბანკნოტებთან ერთად იქნება.

© https://www.facebook.com/nbg.gov.ge/ განახლებული 100-ლარიანი კუპიურა
განახლებული 100-ლარიანი კუპიურა - Sputnik საქართველო
განახლებული 100-ლარიანი კუპიურა

100 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი, ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა, ამავდროულად ბანკნოტზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით. განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტითა და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას.

100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისთვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.

ახალი 50 ლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო
განახლებული ლარი "2016 წლის საუკეთესო რეგიონალური ბანკნოტად დასახელდა"

ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი.
20, 50 და 100 ლარიანი ბანკნოტების დიზაინის ავტორია ქართველი მხატვარი ბაჩა მალაზონია. საქართველოს ეროვნულ ბანკში შემუშავებული განახლებული ბანკნოტების ესკიზების სრულყოფაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები: Giesecke & Devrient (გერმანია), Oberthur Fiduciaire (საფრანგეთი) და De La Rue (ინგლისი).

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 15 მარტს ბუქარესტში HSP™ Europe-ს კონფერენციაზე ევროპისა და დსთ–ის ქვეყნების მასშტაბით საუკეთესო რეგიონული ბანკნოტის ნომინაციაში ლარის განახლებული ბანკნოტების სერიამ (20, 50 და 100 ლარიანი) გაიმარჯვა.

საქართველოს ეროვნული ვალუტა დაბადების დღეს 2 ოქტომბერს აღნიშნავს.

ყველა ახალი ამბავი
0