ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პორტფელი რომეო მიქაუტაძემ ჩაიბარა

© photo: Sputnikელექტროგადამცემი ხაზები
ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო ორ თვეში ენერგეტიკის სამინისტროში მინისტრის ორი მოადგილე შეიცვალა

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე რომეო მიქაუტაძე დაინიშნა, შესაბამის ბრძანებას უწყების ხელმძღვანელმა ილია ელოშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

მანამდე პოსტი მარიამ ვალიშვილმა დატოვა, რომელიც 2008 წლიდან მინისტრის მოადგილე იყო. ელოშვილმა მადლობა გადაუხადა ვალიშვილს და სამინისტროს წარმატებულ მუშაობასა და ენერგეტიკის სფეროს განვითარებაში მის მიერ შეტანილ ღვაწლი აღნიშნა. თანამდებობის დატოვების მიზეზი მინისტრის ყოფილმა მოადგილემ არ დააზუსტა.

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი XI ევრაზიულ ფორუმზე KAZENERGY - Sputnik საქართველო
ელოშვილი: მომავლის ენერგია და საქართველოს გეგმები

რომეო მიქაუტაძე 2013-2017 წლებში „საქრუსენერგოს" ხელმძღვანელობდა. მანამდე კი 2010-2013 წლებში ის ამავე კომპანიის გენდირექტორის მოადგილე იყო, ხოლო 2008-2009 წლებში შესყიდვების განყოფილების უფროსის თანამდებობა ეკავა.

მიქაუტაძე განათლებით ისტორიკოსია. ენერგეტიკის სფეროში მისვლამდე, მიქაუტაძე 2004-2005 წლებში საქართველოს შსს-ს განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

ბოლო ორ თვეში ენერგეტიკის სამინისტროში მინისტრის ორი მოადგილე შეიცვალა. ადრე ირაკლი ხმალაძე თორნიკე რიჟვაძემ ჩაანაცვლა.

ივლისში თავად უწყების მინისტრი შეიცვალა — კახა კალაძემ პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც ის თბილისის მერობის კანდიდატად დასახელდა. ექს-მინისტრის პორტფელი ილია ელოშვილმა ჩაიბარა, რომელიც კალაძის მოადგილე იყო.

ყველა ახალი ამბავი
0