მძღოლებმა 2006 წლის 1 აპრილამდე აღებული მართვის მოწმობები უნდა შეცვალონ

© Sputnik / Levan Avlabreliტრანსპორტი
ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ც ცნობით, მძღოლებს მართვის მოწმობის განახლებისთვის გამოცდის ჩაბარება ხელახლა არ მოუწევთ. ამისათვის საჭიროა მძღოლებმა გადაიხადონ 15 ლარი და მომსახურების სააგენტოში წარმოადგინონ ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ავტომობილების მძღოლებს 2006 წლის 1 აპრილამდე აღებული მართვის მოწმობით სარგებლობა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლებათ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შშმ პირებისათვის ადაპტირებული ავტომანქანა გამოცდების ჩასატარებლად - Sputnik საქართველო
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდები შეიძლება ქუჩაში ჩატარდეს

შსს-ს ცნობით, მძღოლებს მართვის მოწმობის განახლებისთვის გამოცდის ჩაბარება ხელახლა არ მოუწევთ. ამისათვის საჭიროა მძღოლებმა გადაიხადონ 15 ლარი და მომსახურების სააგენტოში წარმოადგინონ ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა.

1 ივლისიდან მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა და "უკონტაქტო პატრულირება" ამოქმედდა. ცვლილების თანახმად, მართვის მოწმობას ყოველი წლის 1 იანვარს 100 ქულა ენიჭება და წლის განმავლობაში სამართალდარღვევებზე შესაბამისი ქულები აკლდება. წინა წელს დარჩენილი ქულები არ ინახება და არ ემატება ახალი წლიდან დარიცხულ 100 ქულას.

ყველა ახალი ამბავი
0