თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. რუსულ ტელეარხ НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის ერთობლივ პროექტ Ты супер!-ს სატელევიზიო ხელოვნების სფეროში უმაღლესი მიღწევებისათვის რუსული ეროვნული პრემიის გადაცემის ცერემონიაზე მოსკოვში 3 ოქტომბერს მთავარი სატელევიზიო პრემია გადაეცა. ამ პრემიის სპეციალური პრიზი — "ორფეოსის" სტატუეტი ვოკალური კონკურს Ты супер!-ის ფინალმა მოიპოვა, რომელიც მიმდინარე წლის მაისში კრემლში გაიმართა.
„თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ეს რა არის, როდესაც პატარა შვიდი წლის ბიჭუნა, რომელმაც ცხოვრებაში პირველად საკუთარი პატარა ქალაქი და ბავშვთა სახლი დატოვა, აღმოჩნდა მოსკოვში ტელევიზიაში, გეხვევა, გეუბნება „მადლობას" და მიდის. ეს მართლაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია", — პრემიის გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა ტელეარხ НТВ-ს გენერალურმა პროდიუსერმა ტიმურ ვანშტეინმა, რომელსაც „ორფეოსის" სტატუეტი გადაეცა.
„მთელი საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ისთვის ის ბავშვები, რომლებიც პროექტ Ты супер!-ში იღებდნენ მონაწილეობას, ახლობლები გახდნენ. ბევრი ჩვენი თანამშრომელი მათთან თბილ, თითქმის ოჯახურ ურთიერთობას აქამდე ინარჩუნებს", — აღნიშნა Sputnik-ის მთავარი რედაქტორის მოადგილემ ანდრეი ბლაგოდირენკომ.
2018 წლის დასაწყისში რუსული ტელეარხი НТВ და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი მეორე ვოკალურ კონკურსს Ты супер-ს იწყებენ, რომელიც ნიჭიერ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შანსს მისცემს საკუთარ თავზე განაცხადი გააკეთონ და დიდ სცენაზე გაიკვალონ გზა.
რუსულ ტელეარხ НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის პროექტმა Ты супер! რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ესტონეთის ბავშვთა სახლებიდან, მიმღები ოჯახებიდან და სკოლა-ინტერნატებიდან 92 ნორჩი ვოკალისტი გააერთიანა. კონკურსის ფინალში 10 მონაწილე მოხვდა, ხოლო პირველი ადგილი ოჩამჩირელმა ვალერია ადლეიბამ დაიკავა.
Sputnik (sputniknews.com) – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს 30-ზე მეტ ენაზე ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.