ნანა ვარძელაშვილისა და თამარ გვერდწითელის „თბილისო“ კონკურსის ფინალში

გამოწერა

პროექტ Ты супер!-ის ქართველმა მონაწილე ნანა ვარძელაშვილმა კონკურსის ფინალში თამარ გვერდწითელთან ერთად იმღერა. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ჟღერდა ცნობილი „თბილისო“ მათი შესრულებით.

Sputnik-ისა და НТВ-ს ვოკალური კონკურსის გრანდიზულ ფინალში ქართველმა, რუსმა, აზერბაიჯანელმა, სომეხმა, ბელორუსმა, ყაზახმა, ყირგიზმა, მოლდოველმა, უკრაინელმა და ესტონელმა ნორჩმა შემსრულებლებმა ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად იმღერეს.

ნანა ვარძელაშვილმა თამარ გვერდწითელთან ერთად შეასრულა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული სიმღერა „თბილისო“.

„ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ ასეთ ცნობილ მომღერალთან ერთად ვიმღერე. ბედნიერი ვარ! მადლობა თამარ გვერდწითელსაც და თქვენ ყველას!“ — თქვა ნანამ გამოსვლის შემდეგ.

პროექტი Ты супер!, რომელიც ტელეარხმა НТВ-მ და საერთაშორისო სააგენტო და რადიო Sputnik-მა განახორციელეს, ქართველ, რუს, აზერბაიჯანელ, სომეხ, ბელორუს, ყაზახ, ყირგიზ, მოლდოველ, უკრაინელ და ესტონელ ნიჭიერ ბავშვებს შესაძლებლობა მისცა, წარმოეჩინათ საკუთარი შესაძლებლობები. 

ყველა ახალი ამბავი
0