მეტყევის მკვლელობის ფაქტზე დამნაშავეს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

გამოწერა
მსჯავრდებულმა მეტყევეს თავის არეში ხის მორი რამდენჯერმე ჩაარტყა, რის შედეგადაც მეტყევე შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, დამნაშავე კი მიიმალა.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. გორის რაიონულმა სასამართლომ მეტყევის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე თ. რ. დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

მართლმსაჯულების ქანდაკება - Sputnik საქართველო
ბიზნესმენის მკვლელობისთვის ბრალდებულებს 19 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

საუბარი მიდის მკვლელობაზე, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა. ბრალდებული ნაცნობთან ერთად სოფელ ხოვლის ტყეში ხეებს ჭრიდა, რაც მეტყევემ დაინახა და კანონდარღვევაზე შესაბამისი აქტის შედგენას შეეცადა.

მსჯავრდებულმა მეტყევეს თავის არეში ხის მორი რამდენჯერმე ჩაარტყა, რის შედეგადაც მეტყევე შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, დამნაშავე კი მიიმალა.

სამართალდამცველებმა იგი მომხდარიდან სამი დღის შემდეგ დააკავეს.

ბრალდებულის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის,,ვ“ ქვეპუნქტითაა (განზრახი მკვლელობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით) აღძრული, რაც 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ მსჯავრდებულს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ყველა ახალი ამბავი
0