თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს „თბილისობა 2017"-ის დღეებში, უქმეებზე თბილი და მზიანი ამინდი ელოდება.
თბილისობას ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ესწრება. ეს თბილისელების ერთ-ერთი უსაყვარლესი დღესასწაულია.
უქმეებზე წვიმის ალბათობა მინიმალურია. შაბათ ღამით ჰაერის ტემპერატურა პლუს 8 გარდუსამდე დაიწევს, ხოლო დღისით 21 გარდუსამდე აიწევს. კვირა ღამით თბილისში მინიმუმ 10 გრადუსი სითბო იქნება, დღისით ჰაერი 24 გარდუსამდე გათბება.
ძირითადი სადღესასწაულო ღონისძიებები დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში — „ახალ ტფილისში", რიყის პარკში, ევროპის მოედანზე და ლეღვთახევშია დაგეგმილი.
„თბილისობა" 2017 წელს 38-ედ აღინიშნება. პირველად იგი 1979 წელს იზეიმეს. ღონისძიების ინიციატორი ცნობილი ქართველო მოგზაური, ეთნოგრაფი და ჟურნალისტი გვანჯი მანიაა. საქართველოში 1989-1994 წლებში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო, „თბილისობას" არ აღნიშნავდნენ. თუმცა, 1995 წლიდან დღესასწაული აღდგა.