„თბილისობა 2017"-ის პროგრამა

გამოწერა
ცნობილია საქართველოს დედაქალაქის უმთავრესი დღესასწაულის, „თბილისობა - 2017"-ის პროგრამა, რომელიც 7-8 ოქტომბერს გაიმართება.

ძირითადი სადღესასწაულო ღონისძიებები დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში — „ახალ ტფილისში", რიყის პარკში, ევროპის მოედანზე და ლეღვთახევშია დაგეგმილი.

„თბილისობა" 2017 წელს 38-ედ აღინიშნება. პირველად იგი 1979 წელს იზეიმეს. ღონისძიების ინიციატორი ცნობილი ქართველო მოგზაური, ეთნოგრაფი და ჟურნალისტი გვანჯი მანიაა. საქართველოში 1989-1994 წლებში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო, „თბილისობას" არ აღნიშნავდნენ. თუმცა, 1995 წლიდან დღესასწაული აღდგა.

პროგრამა

7 ოქტომბერი

12:00-20:00 — თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები (რიყის პარკი/ევროპის მოედანი)

12:00 —18:00 — ავტოშოუ — ანტიკვარული და ახალი მანქანების გამოფენა/გაყიდვა (მეტეხის ხიდი)

12:00-19:00 — საბავშვო გასართობი ღონისძიებები — ხატვა, ძერწვა, სახეზე მოხატვა, კარაოკე, მხიარული შეჯიბრებები (რიყის პარკი/ამფითეატრი)

12:00-19:00 — სპორტული აქტივობები: რაგბი, ფეინთბოლი, მინდვრის ფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, ნარდი, შაში, ქართული ჭიდაობა, შავფაროსნების და პარკურის შოუ (რიყის პარკი)

12:00-19:00 — საბავშვო გასართობი აქტივობები: პატარა პრინცის მოგზაურობა, ხატვის კუთხე, საბავშვო არქეოლოგია, საბავშვო კულინარია, ვიქტორინა ბავშვებისთვის („ახალი ტფილისი", აღმაშენებლის გამზირი)

12:00-19:00 — ფრანების ფესტივალი: სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფრანების გამოფენა, მასტერ-კლასები ბავშვებისთვის (რიყის პარკი)

12:00-22:00 — ღვინის ფესტივალი: სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა (რიყის პარკი)

12:00-22:00 — შემოდგომის ნობათი: სასოფლო-სამეურნეო ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა (რიყის პარკი)

12:00-22:00 — კულინარიის ფესტივალი: ქართული და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო რიყის პარკი/ Buddha Bar-ის ტერასა)

12:00 — 20:00 — მექანიკური სიზმარი: კოსტიუმირებული მსვლელობა/პერფორმანსი მსახიობებისა და მუსიკოსების მონაწილეობით („ახალი ტფილისი")

12:00-21:00 — ქართული მარკების ექსპოზიცია —„ახალი ტფილისი"

12:00-22:00 — საკონდიტრო ფესტივალი: საკონდიტრო ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ცნობილი შეფ-მზარეულების პერფორმანსი („ახალი ტფილისი", აღმაშენებლის გამზირი)

11:00-19:00 — „თბილისური სახელოსნოები": საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის გამოფენა (ილიას ბაღი)

13:00 —13:45 — ბელარუსის ხალხური, სამეჯლისო ცეკვისა და ვოკალური ანსამბლების წარმოდგენა (რიყის პარკი)

14:00-19:00 — დღის კონცერტები (რიყის პარკი/ევროპის მოედანი)

14:00 — თეა დარჩია ქართული ცეკვის მასტერ-კლასით

15:30 — შერეული ქორეოგრაფიული შოუ-პროგრამა: მსოფლიო ხალხთა და სამეჯლისო ცეკვები, სამი ინკლუზიური ნომერი და ცეკვები მიუზიკლებიდან. შერეული პროგრამა შედგება 15 ნომრისგან.

18:00-19:00 — „მილონგა" (ტანგოს საღამო)

16:00-17:00 — „თბილისზე მზრუნველის" დაჯილდოების ცერემონიალი (მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე)

18:00-19:00 — ჯგუფ SvanSikh-ის კონცერტი („ახალი ტფილისი", აღმაშენებლის გამზირი)

19:00 — 23:00 — ელექტრონული მუსიკა — DJ Sumo; DJ Third soul („ახალი ტფილისი", აღმაშენებლის გამზირი)

20:00-20:30 — გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასის, თბილისის თანამედროვე ბალეტის და რუსუდან მეიფარიანის ანსამბლის ერთობლივი წარმოდგენა („ახალი ტფილისი", აღმაშენებლის გამზირი)

20:30-21:50 — „თბილისური ეზო " — „აქ ემღერება გულს", მომღერალი ლიზა ბაგრატიონი (რომის ქუჩა N4)

20:00-21:00 — თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდი" (რიყის პარკი/ევროპის მოედანი)

8 ოქტომბერი

12:00-20:00 — თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები (რიყის პარკი/ევროპის მოედანი)

12:00 —18:00 — ავტოშოუ, ანტიკვარული და ახალი ავტომობილების გამოფენა- გაყიდვა, საგზაო უსაფრთხოება — მეტეხის ხიდი

12:00-19:00 — საბავშვო გასართობი ღონისძიებები: ხატვა, ძერწვა, სახეზე მოხატვა, კარაოკე, მხიარული შეჯიბრებები (რიყის პარკი/ამფითეატრი)

12:00-19:00 —სპორტული აქტივობები: რაგბი, ფეინთბოლი, მინდვრის ფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, ნარდი, შაში, ქართული ჭიდაობა, „შავფაროსნების" და პარკურ-შოუ (რიყის პარკი)

12:00-19:00 — საბავშვო გასართობი აქტივობები: პატარა პრინცის მოგზაურობა, ხატვის კუთხე, საბავშვო არქეოლოგია, საბავშვო კულინარია, ვიქტორინა ბავშვებისთვის („ახალი ტფილისი", აღმაშენებლის გამზირი)

12:00-19:00 — ფრანების ფესტივალი: სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფრანების გამოფენა, მასტერ-კლასები ბავშვებისთვის (რიყის პარკი)

12:00-22:00 — შემოდგომის ნობათი: სასოფლო-სამეურნეო ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა (რიყის პარკი)

12:00-22:00 — კულინარიის ფესტივალი: ქართული და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო (რიყის პარკი/ Buddha Bar —ის ტერასა)

12:00-21:00 — მექანიკური სიზმარი: კოსტიუმირებული მსვლელობა/პერფორმანსი მსახიობებისა და მუსიკოსების მონაწილეობით („ახალი ტფილისი", აღმაშენებლის გამზირი)

12:00-21:00 — ქართული მარკების ექსპოზიცია („ახალი ტფილისი", აღმაშენებლის გამზირი)

12:00-22:00 — საკონდიტრო ფესტივალი: საკონდიტრო ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ცნობილი შეფ-მზარეულების პერფორმანსი („ახალი ტფილისი", აღმაშენებლის გამზირი)

12:00-18:00 - ხილის ფესტივალი (სიონის ქუჩა)

11:00 – 18:00 — ყვავილების გამოფენა (ილიას ბაღი)

13:00-14:00 - საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის ორკესტრისა და გერმანიის სახმელეთო ჯარების მუსიკალური კორპუსის ორკესტრის ერთობლივი კონცერტი (რიყის პარკი/ევროპის მოედანი)

14:00-19:00 — დღის კონცერტები (რიყის პარკი/ევროპის მოედანი)

14:00 - თეა დარჩია ქართული ცეკვის მასტერ-კლასით

15:30 — შერეული ქორეოგრაფიული შოუ-პროგრამა: მსოფლიო ხალხთა და სამეჯლისო ცეკვები, სამი ინკლუზიური ნომერი და ცეკვები მუზიკლებიდან. შერეული პროგრამა შედგება 15 ნომრისგან.

18:00-19:00 — „მილონგა" (ტანგოს საღამო)

18:00-20:00 — ჯგუფ Goofy Land-ის კონცერტი („ახალი ტფილისი", აღმაშენებლის გამზირი)

18:00-20:30 — გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი თბილისის თანამედროვე ბალეტის და რუსუდან მეიფარიანის ანსამბლის ერთობლივი წარმოდგენა („ახალი ტფილისი", აღმაშენებლის გამზირი)

20:00 — 23:00 — ელექტრონული მუსიკა: DJ Ericsson („ახალი ტფილისი, აღმაშენებლის გამზირი)

20:30-22:00 — „თბილისის საპატიო მოქალაქეების" დაჯილდოება და საზეიმო კონცერტი: თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება, ქალაქური ჟანრის მუსიკა, ამონარიდები მუსიკალური ფილმებიდან და სპექტაკლებიდან (ლეღვთახევი)

ყველა ახალი ამბავი
0