სროლა ლას-ვეგასში

გამოწერა

კვირას საღამოს ლას-ვეგასის აეროპორტსა და სასტუმრო-სამორინეს Mandalay Bay შორის მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე სროლა დაიწყო. დაიღუპა ათობით და დაშავდა ასობით ადამიანი. Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში იხილავთ კადრებს ტრაგედიის ადგილიდან.

პოლიციის მონაცემებით, ცეცხლი 64 წლის სტივენ პედოკმა გახსნა. სროლა სასტუმროს 32-ე სართულიდან დაიწყო, რასაც 59 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და 500-ზე მეტი დაშავდა.

ღია ცის ქვეშ მიმდინარე კონცერტზე სროლის დროს ათობით ათასი ადამიანი იმყოფებოდა. ეს აშშ-ში სროლის შედეგად დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობაა.

© REUTERS / Bill Hughesლას-ვეგასში დიდ მუსიკალურ ფესტივალზე ცეცხლის გახსნის შედეგად დაღუპულია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი
პოლიციის თანამშრომლები სროლის ადგილზე - Sputnik საქართველო
1/12
ლას-ვეგასში დიდ მუსიკალურ ფესტივალზე ცეცხლის გახსნის შედეგად დაღუპულია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი
© REUTERS / Steve Marcusსროლის შედეგად დაიღუპა 59 ადამიანი და 500-ზე მეტი დაშავდა
პოლიციის თანამშრომლები სროლის ადგილზე - Sputnik საქართველო
2/12
სროლის შედეგად დაიღუპა 59 ადამიანი და 500-ზე მეტი დაშავდა
© REUTERS / Steve Marcusღია ცის ქვეშ მიმდინარე კონცერტს ათობით ათასი ადამიანი ესწრებოდა
პოლიციის თანამშრომლები სროლის ადგილზე - Sputnik საქართველო
3/12
ღია ცის ქვეშ მიმდინარე კონცერტს ათობით ათასი ადამიანი ესწრებოდა
© REUTERS / Steve Marcusეს აშშ-ში სროლის შედეგად დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობაა
პოლიციის თანამშრომლები სროლის ადგილზე - Sputnik საქართველო
4/12
ეს აშშ-ში სროლის შედეგად დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობაა
© REUTERS / Steve Marcusლას-ვეგასის შერიფმა ჯოზეფ ლომბარდომ მსროლელი დაასახელა. ეს იყო 64 წლის სტივენ პედოკი. სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცავებმა მსროლელის ნეიტრალიზება მოახერხეს
პოლიციის თანამშრომლები სროლის ადგილზე - Sputnik საქართველო
5/12
ლას-ვეგასის შერიფმა ჯოზეფ ლომბარდომ მსროლელი დაასახელა. ეს იყო 64 წლის სტივენ პედოკი. სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცავებმა მსროლელის ნეიტრალიზება მოახერხეს
© REUTERS / Steve Marcusპოლიცია მიიჩნევს, რომ მსროლელი მარტო მოქმედებდა და არ მიეკუთვნებოდა არავითარ ბოევიკურ დაჯგუფებას. სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღების საწყობი აღმოაჩინა. მიმდინარეობს დამნაშავის მეუღლის - მერი ლუ დენლის ძიება
ექიმები სროლის ადგილზე - Sputnik საქართველო
6/12
პოლიცია მიიჩნევს, რომ მსროლელი მარტო მოქმედებდა და არ მიეკუთვნებოდა არავითარ ბოევიკურ დაჯგუფებას. სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღების საწყობი აღმოაჩინა. მიმდინარეობს დამნაშავის მეუღლის - მერი ლუ დენლის ძიება
© REUTERS / Mike Blakeასე გამოიყურება ფესტივალის ადგილი ლას-ვეგასში, სადაც ტრაგედია მოხდა
მეტრო სცენის პირდაპირ, სადაც მოხდა ტრაგედია - Sputnik საქართველო
7/12
ასე გამოიყურება ფესტივალის ადგილი ლას-ვეგასში, სადაც ტრაგედია მოხდა
© REUTERS / Lucy Nicholsonქალი უყურებს სასტუმროს Mandalay Bay შენობას, რომლიდანაც 64 წლის სტივენ პედოკმა ცეცხლი გახსნა
ქალი უყურებს სასტუმროს Mandalay Bay შენობას, რომლიდანაც 64 წლის სტივენ პედოკმა ცეცხლი გახსნა - Sputnik საქართველო
8/12
ქალი უყურებს სასტუმროს Mandalay Bay შენობას, რომლიდანაც 64 წლის სტივენ პედოკმა ცეცხლი გახსნა
© REUTERS / Lucy Nicholsonტრაგიკული ინციდენტის ძიებისას პოლიციელებმა მიაკვლიეს 40 ერთეულ იარაღს, რომლებიც პედოკს ეკუთვნოდა
პოლიციის თანამშრომლები სროლის ადგილზე - Sputnik საქართველო
9/12
ტრაგიკული ინციდენტის ძიებისას პოლიციელებმა მიაკვლიეს 40 ერთეულ იარაღს, რომლებიც პედოკს ეკუთვნოდა
© REUTERS / Mike Blakeყვავილები დაღუპულთათვის პატივის მისაგებად
ყვავილები დაღუპულთათვის პატივის მისაგებად - Sputnik საქართველო
10/12
ყვავილები დაღუპულთათვის პატივის მისაგებად
© REUTERS / Mike Blakeლას-ვეგასში მანათობელ ტაბლოებზე გამოჩნდა სისხლის ჩაბარების მოწოდებები
ლას-ვეგასში მანათობელ ტაბლოებზე გამოჩნდა სისხლის ჩაბარების მოწოდებები - Sputnik საქართველო
11/12
ლას-ვეგასში მანათობელ ტაბლოებზე გამოჩნდა სისხლის ჩაბარების მოწოდებები
© REUTERS / Mike Blakeასობით ადამიანი მივიდა სისხლის ჩასაბარებლად და სროლის შედეგად დაშავებულთა დასახმარებლად
ასობით ადამიანი მივიდა სისხლის ჩასაბარებლად და სროლის შედეგად დაშავებულთა დასახმარებლად - Sputnik საქართველო
12/12
ასობით ადამიანი მივიდა სისხლის ჩასაბარებლად და სროლის შედეგად დაშავებულთა დასახმარებლად
ყველა ახალი ამბავი
0