კვირას საღამოს ლას-ვეგასის აეროპორტსა და სასტუმრო-სამორინეს Mandalay Bay შორის მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე სროლა დაიწყო. დაიღუპა ათობით და დაშავდა ასობით ადამიანი. Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში იხილავთ კადრებს ტრაგედიის ადგილიდან.
პოლიციის მონაცემებით, ცეცხლი 64 წლის სტივენ პედოკმა გახსნა. სროლა სასტუმროს 32-ე სართულიდან დაიწყო, რასაც 59 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და 500-ზე მეტი დაშავდა.
ღია ცის ქვეშ მიმდინარე კონცერტზე სროლის დროს ათობით ათასი ადამიანი იმყოფებოდა. ეს აშშ-ში სროლის შედეგად დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობაა.

ლას-ვეგასში დიდ მუსიკალურ ფესტივალზე ცეცხლის გახსნის შედეგად დაღუპულია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი

სროლის შედეგად დაიღუპა 59 ადამიანი და 500-ზე მეტი დაშავდა

ღია ცის ქვეშ მიმდინარე კონცერტს ათობით ათასი ადამიანი ესწრებოდა

ეს აშშ-ში სროლის შედეგად დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობაა

ლას-ვეგასის შერიფმა ჯოზეფ ლომბარდომ მსროლელი დაასახელა. ეს იყო 64 წლის სტივენ პედოკი. სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცავებმა მსროლელის ნეიტრალიზება მოახერხეს

პოლიცია მიიჩნევს, რომ მსროლელი მარტო მოქმედებდა და არ მიეკუთვნებოდა არავითარ ბოევიკურ დაჯგუფებას. სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღების საწყობი აღმოაჩინა. მიმდინარეობს დამნაშავის მეუღლის - მერი ლუ დენლის ძიება

ასე გამოიყურება ფესტივალის ადგილი ლას-ვეგასში, სადაც ტრაგედია მოხდა

ქალი უყურებს სასტუმროს Mandalay Bay შენობას, რომლიდანაც 64 წლის სტივენ პედოკმა ცეცხლი გახსნა

ტრაგიკული ინციდენტის ძიებისას პოლიციელებმა მიაკვლიეს 40 ერთეულ იარაღს, რომლებიც პედოკს ეკუთვნოდა

ყვავილები დაღუპულთათვის პატივის მისაგებად

ლას-ვეგასში მანათობელ ტაბლოებზე გამოჩნდა სისხლის ჩაბარების მოწოდებები

ასობით ადამიანი მივიდა სისხლის ჩასაბარებლად და სროლის შედეგად დაშავებულთა დასახმარებლად