საქართველოს გერმანიის თავდაცვის მინისტრი პირველად ეწვევა

© AFP 2024 / RAIGO PAJULAურსულა ფონ დერ ლეიენი
ურსულა ფონ დერ ლეიენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი და გერმანელი სამხედროები ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობენ

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლიაიენი საქართველოს 5 ოქტომბერს ეწვევა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი თბილისში ქართველი კოლეგის მოწვევით ჩამოვა. შეხვედრის ფარგლებში მხარეები განიხილავენ ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისია "მტკიცე მხარდაჭერის" (Resolute Support) ფარგლებში სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის თემას.

„პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენს ქვეყანას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა. თქვენთვის ცნობილია, რომ გერმანელ სამხედროებთან ერთად მაზარი-შარიფში (ავღანეთი) მნიშვნელოვან საერთაშორისო მისია ვმონაწილეობთ. და ეს ვიზიტი, პირველ რიგში, ქართველი სამხედროების მისამართით მადლობის გამოხატულებაა, რომლებიც ამ მნიშვნელოვან მისიაში გერმანელებთან ერთად მონაწილეობენ", — განაცხადა იზორიამ ჟურნალისტებთან.

გიორგი კვირიკაშვილი და ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი მერკელს შეხვდა

ურსულა ფონ დერ ლაიენის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰაიეკე ფაიჩმა შეაფასა და აღნიშნა, რომ იგი ქართულ-გერმანული ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. დიპლომატი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გერმანიაში ვიზიტს, რომელიც 27 სექტემბერს შედგა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრა გამართა და მას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„რამდენიმე დღის უკან ანგელა მერკელისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა გაიმართა. ეს კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს. საქართველოში რამდენიმე დღეში გერმანიის საგარეო მინისტრს ველოდებით. ვიზიტის მიზანია იმ კარგი თანამშრომლობის შეფასება, რომელიც გერმანიასა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში არსებობს. ჩვენ ერთად ვმონაწილეობთ ავღანეთში სამშვიდობო მისიებში. ჩვენ ერთად ვიცავთ მშვიდობას", — განაცხადა ფაიჩმა ჟურნალისტებთან.

ევროპული თანამეგობრობიდან გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. 1992 წელს ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და საქართველოში გერმანიის საელჩო გაიხსნა. საქართველო და გერმანია თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0