თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. მოსკოვი იმედოვნებს, რომ კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ ესპანეთი კრიზისის გადალახვას შეძლებს, იუწყება РИА Новости.
„არ დავმალავ, ჩვენ ძალიან ვწუხვართ ესპანეთის გამო, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ესპანეთის მთავრობის შიდა საქმეა", — განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
პუტინმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ „კრიზისი გადაილახება".
კვირას კატალონიაში ესპანეთისგან დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 2,3 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მათგან 90%-მა ესპანეთისგან ავტონომიის გამოყოფას დაუჭირა მხარი. პოლიციასთან შეტაკებებში თითქმის 900 ადამიანი დაშავდა.
კატალონიის მთავრობამ მადრიდი პოლიციის არამართლზომიერ და სასტიკ ქმედებებში დაადანაშაულა. მადრიდში რეფერენდუმს უკანონო უწოდეს და მისი შედეგები არ უღიარებიათ.