რეფერენდუმი კატალონიაში: ბოლო ცნობები

© REUTERS / Juan Medinaკატალონიის დროშა
კატალონიის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმხილველთა განცხადებით, პოლიციელები აგრესიულად იქცევიან - ბარსელონაში ერთ-ერთ უბანთან საწინააღმდეგო მხრიდან ყოველგვარი პროვოკაციის გარეშე მათ რეზინის ტყვიებით სროლა გახსნეს

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. კატალონიაში პოლიციასთან მომხდარი შეტაკებების შედეგად ექიმებს სულ მცირე 337-მა ადამიანმა მიმართა, იუწყება კატალონიის ჯანდაცვის სამინისტრო Twitter-ის საკუთარ აკაუნტში.

შეტაკებების თვითმხილველებმა მანამდე განაცხადეს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა საწინააღმდეგო მხრიდან ყოველგვარი პროვოკაციებისა და გაფრთხილების გარეშე რეზინის ტყვიებით სროლა ატეხეს. სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ კენჭისყრის ერთ-ერთი უბანი დაბლოკა. მოწმეებმა პოლიციის ქცევას „აგრესიული" უწოდეს.#Portaveu @jorditurull: "hi ha 337 persones ferides o contussionades. Demanem a persones ferides que facin denúncia a @mossos"

კატალონიის ხელისუფლება მოუწოდებს ევროპას დაგმოს პოლიციის მიერ ძალის გამოყენება ამომრჩეველთა წინააღდეგ, რომლებსაც ესპანეთისგან დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმზე ხმის მიცემა სურთ, განაცხადა საგარეო საქმეებში ჟენერალიტეტის მრჩეველმა რაულ რომევამ.

„კვლავ მოვუწოდებთ ევროპულ ინსტიტუტებს დაგმონ ძალადობა, რომელიც ევროპის მოქალაქეების მიმართ განხორციელდა. მოვითხოვთ, რომ ევროპულმა ინსტუტებმა ესპანეთის მთავრობის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევა დაინახონ", — განაცხადა რომევამ ბარსელონაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

იმ უბნებზე, სადაც "არ არის პოლიციური ჩარევა", შუადღისთვის ხმა მისცა ამომრჩეველთა 50%-მა, იუწყება Sputnik Mundo ჟენერალიტეტის ოფიციალურ წარმომადგენელზე, ჟორდი ტურულზე დაყრდნობით.

„ახლა ჩვენ გვეუბნებიან, რომ იმ უბნებზე, სადაც პოლიციური ჩარევა არ ხდება, ადამიანების 50%-მა უკვე ხმა მისცა", — განაცხადა ტურულმა.

მთავრობის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, საარჩევნო უბნების რა რაოდენობას აფასებენ ისინი და რამდენი ამომრჩეველია სიაში.

კატალონიის სამართალდამცავმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ შუადღისთვის მათ 207 უბანი დახურეს, რამდენი უბანი დაიხურა ეროვნული პოლიციისა და სამოქალაქო გვარდიის მიერ, უცნობია.

დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი, რომელსაც ესპანური მთავრობა არ აღიარებს და რომლის ჩატარება ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაიბლოკა, დილის 9 საათზე დაიწყო. პოლიციამ განაცხადა, რომ 2315 უბნიდან უმეტესობას აკონტროლებს.

ჟენერალიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამჟამად კენჭისყრა საარჩევნო უბნების 96%-ზე მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0