ბაკურიანში პირველი ქართული კინოფორუმი გაიმართება

© photo : City of the Sun / FBკადრი ფილმიდან "მზის ქალაქი"
კადრი ფილმიდან მზის ქალაქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაკურიანი ყოველ წელს უმასპინძლებს ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს და წარმოადგენს უახლეს ფილმებს

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილი კურორტი 4-7 ოქტომბერს პირველ ქართულ კინოფორუმს უმასპინძლებს, იუწყებიან ორგანიზატორები.

„ნახე პირველად ბაკურიანში" — ამ სლოგანით ჩაეყარა საფუძველი საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ახალ პროექტს.

იგეგმება, რომ ამიერიდან ბაკურიანი ყოველ წელს უმასპინძლებს ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს და წარმოადგენს უახლეს ფილმებს. ჩვენებები კინოთეატრ „დიდველში" გაიმართება.

ფილმის გადაღება - Sputnik საქართველო
Golden Eye-ზე საუკეთესო კინო და ტელეოპერატორები დააჯილდოეს

ღონისძიებას გახსნის მარიამ ხაჭვანის საერთაშორისო ჯილდოების მფლობელი ფილმი „დედე" და კინოფორუმს დახურავს ასევე მრავალრიცხოვანი პრემიების მფლობელი, რატი ონიანის დოკუმენტური ფილმი „მზის ქალაქი".

მაყურებელი იხილავს ანა ურუშაძის „საშიშ დედას", რომელიც საქართველოდან ამერიკის კინოაკადემიის პრემია "ოსკარის" პრეტენდენტ ფილმად არის წარდგენილი.

წელს პირველი ქართული კინოფორუმის პროგრამაში ასევე იქნება ნაჩვენები გია ბარაბაძის „ლუკა", გიორგი ოვაშვილის „ხიბულა", ელდარ შენგელაიას „სავარძელი" და სხვა.

ფორუმი აუდიტორიას ასევე გააცნობს ახალ ქართულ მოკლემეტრაჟიან და ანიმაციურ ფილმებს. მაყურებელი იხილავს „კრიტიკოსთა კვირეულის" პროგრამის შედევრებს (ინგლისური სუბტიტრებით). დაგეგმილია დისკუსიები თემაზე „ქართული კინოს ტენდენციები და კინოკრიტიკა დღეს" და სხვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0