არეულობა თბილისში: დაკავებულები სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი სასამართლოში
მოსამართლის ჩაქუჩი სასამართლოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორშაბათს თბილისის მერიის შენობასთან საპროტესტო აქციაზე ექვსი ადამიანი დააკავეს

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თბილისის მერიის შენობასთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული ექვსივე ადამიანი გაათავისუფლა და სასამართლო პროცესი 17 ოქტომბრისთვის გადაიტანა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2).

ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია ორშაბათს გაიმართა. აქციის წევრებმა გააპროტესტეს თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს სიმბოლურ ფასად — 1 ლარი — პუშკინის სკვერი და მისი მიმდებარე ტერიტორია გადასცა. აქცია ჩხუბში გადაიზარდა და ექვსი ადამიანის დაკავებით დასრულდა.

თავისუფლების მოედანი - Sputnik საქართველო
„პოლიტიკური იდიოტიზმი თუ შეთქმულება კალაძის წინააღმდეგ“

„სასამართლო პროცესზე 50 პოლიციელი იმყოფებოდა, მოსამართლემ მათ სთხოვა თუნდაც ერთი ასეთი ვიდეოჩანაწერის ჩვენება, მაგრამ 50-ვე პოლიციელმა განაცხადა, რომ ასეთი ჩანაწერის წარმოდგენა არ შეუძლია. ამის შემდეგ სასამართლომ გამოიტანა დადგენილება, რითაც მერიას დაავალა უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებს ამ ადამიანების მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენას. სხვა შემთხვევაში განაჩენი ნათელია. ისიც ნათელია, რომ ბუნებაში ვერანაირი ვიდეოჩანაწერი ვერ იარსებებს, რადგან ამ ადამიანებს არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ", — განაცხადა დაკავებულთა ადვოკატმა გოგა ონიანმა.

აქცია მერიასთან - Sputnik საქართველო
არეულობა თბილისში: შსს განცხადებას ავრცელებს

დაკავებულები პოლიციის თანამშრომლებს არასათანადო მოპყრობაში და არაპროპორციული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

„ჩემი დაკავება მოხდა აქციის ბოლოს. ხელები გადამიტრიალეს და დამცინავი ტონით მეუბნებოდნენ, ხომ არ გტკივა, ან რამე ხო არ გაწუხებსო. ვუთხარი, ხელი მტკივა მეთქი. შსს-ში მისვლის შემდეგ 2 საათზე მეტი ვიხვეწებოდი, მტკივანი ხელის გამო სასწრაფო გამოეძახათ", — განაცხადა რუხაიამ.

შეგახსენებთ: გასულ კვირას საკრებულოს სხდომაზე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხზე იმსჯელეს. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთაზე.

პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე პროექტ „პოანორამა თბილისის" ფარგლებში ავტომობილებისთვის პარკინგის მშენებლობა იგეგმება. „პანორამა თბილისი" ითვალისწინებს ოთხი ახალი კომპლექსის — მსხვილი ტურისტული და ბიზნესცენტრის მშენებლობას: სოლოლაკის მაღლობი, სოლოლაკის ბაღები, თავისუფლების მოედანი და ერეკლე მეორეს მოედანი. ოთხივე ობიექტი ერთმანეთს საბაგირო გზებითა და შუშის ლიფტებით დაუკავშირდება. პროექტის ინიციატორი ბიძინა ივანიშვილია.

„პანორამა თბილისის" პროექტი ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის" მიერ ფინანსდება და იგი არაერთხელ გამხდარა ეკოლოგებისა და გარემოს დამცველთა კრიტიკისა და პროტესტის მიზეზი.

ყველა ახალი ამბავი
0