არეულობა თბილისში: შსს განცხადებას ავრცელებს

© FB / Tbilisi City Hallაქცია მერიასთან
აქცია მერიასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციის წარმომადგენლები და მომხრეები თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik.  საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა თბილისის მერიასთან გამართული აქციის დროს  წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით ექვსი ადამიანი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
არეულობა თბილისში: დაკავებულია სამი ადამიანი

ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია ორშაბათს გაიმართა. აქციის წევრებმა გააპროტესტეს თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს  სიმბოლურ ფასად — 1 ლარი — პუშკინის სკვერი და მისი მიმდებარე ტერიტორია გადასცა.  ადრე სამი დაკავებულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა იმოქმედეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, არაერთგზის მოუწოდეს სამართალდამრღვევებს წესრიგისკენ და გზის საავტომობილო ნაწილის დატოვება მოსთხოვეს, თუმცა აქციის მონაწილეები პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ და სამართლდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს", — ნათქვამია განცხადებაში. 

შსს-ს მონაცემებით, მიტინგი არასანქცირებული იყო.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0