თოვლის გამო თუშეთის გზა დაიკეტა

© photo: Sputnik / Albina Olisaevaსაქართველოს სამხადრო გზის გაწმენდა, საარქივო ფოტო
საქართველოს სამხადრო გზის გაწმენდა, საარქივო ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ თოვა ღამის განმავლობაში გაგრძელდება, მაღალმთიანი საძოვრებიდან ცხვრის ფარების ბარში გადარეკვის პრობლემები შეიძლება გაჩნდეს

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის აბანოს უღელტეხილზე გზა თოვლის გამო დაკეთილია, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.

ტელეკომპანიის მონაცემებით, თოვლის საფარი 20-30 სმ-ს აღწევს და თოვა ისევ გრძელდება.

„მაქსიმალურად გავაფრთხილე ყველა, ბარიდან მთაში წამსვლელიც და იქიდან წამომსვლელიც, რომ უღელტეხილზე თოვლია. ახლა ცხვრის ფარებიც ბარისკენ მოემართება, თუ თოვა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება, შეიძლება 50 სმ-ს მიაღწიოს და ცხვარ-მეცხვარეს გარკვეული პრობლემა შეუქმნას", — განაცხადა თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ.

ამასთან, მისი თქმით, უღელტეხილზე გაწმენდითი სამუშაეობი მიმდინარეობს და დილისათვის უღელტეხილი გაიხსნება.

იკითხეთ ასევე: საქართველოში პირველი თოვლი მოვიდა >>

აბანოს უღელტეხილი — თუშეთისკენ მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზა. ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო ოქტომბერში იხურება და მაისში იხსნება.

ყველა ახალი ამბავი
0