საქართველოში პირველი თოვლი მოვიდა

© Photo: Courtesy of Elisabet Zhudroსვანეთი
სვანეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სვანეთში თოვლით დაიფარა მთები, რომელთა სიმაღლე ზღვის დონიდან 3 ათასი მეტრია.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. მესტიაში პირველი თოვლი მოვიდა, იუწყება „Sputnik საქართველო“ მესტიის რაიონული ადმინისტრაციის უფროსზე კაპიტონ ჟორჟოლიანზე დაყრდნობით.

„თეთნულდზე პირველი თოვლი მოვიდა. თოვლით დაიფარა მთები, რომელთა სიმაღლეც ზღვის დონიდან 3 ათასი მეტრია. თოვა გუშინ, ღამით დაიწყო“, — განაცხადა ჟორჟოლიანმა.

როგორც „Sputnik საქართველოსთან“ საუბრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზირების განყოფილების ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განაცხადა, საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა იყო მოსალოდნელი, რამაც არ გამორიცხა მაღალმთიან რაიონებში ნალექი თოვლის სახით.

„დღეს ჩვენ ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას ველოდით. ასეც მოხდა — დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა 35 გრადუსიდან 19-მდე დაეცა“, — განაცხადა გვაზავამ.

დღეს მესტიაში ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსია.

ყველა ახალი ამბავი
0