სირიაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

© AFP 2024 / GEORGE OURFALIANალეპო
ალეპო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სირიასა და ერაყში საბრძოლო მოქმედებების დროს მთლიანობაში საქართველოს 26 მკვიდრი დაიღუპა, რომელთან უმრავლესობა წარმოშობით პანკისის მკვიდრი იყო.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. სირიაში პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურის მკვიდრი მუსლიმ კუშტანაშვილი დაიღუპა, განაცხადა „Sputnik საქართველოსთან" ახმეტის რაიონული ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ მათე ქავთარაშვილმა. 

ალეპო - Sputnik საქართველო
პანკისის მკვიდრი სირიაში ოჯახთან ერთად დაიღუპა

კუშტანაშვილი სირიაში 16 წლის ასაკში, ორი  წლის წინ წავიდა.  მისი სირიაში წასვლა რეზონანსული აღმოჩნდა, რამდენადაც იგი არასრულწლოვანი იყო. მშობლები ხელისუფლებას შვილის პოვნას და სახლში დაბრუნებას სთხოვდნენ. მათთვის გაუგებარი იყო თუ როგორ შეძლო არასრულწლოვანმა საზღვრის გადაკვეთა.

„ჩემი ინფორმაციით ამ ბიჭის (კუშტანაშვილი — რედ.) სიკვდილი დასტურდება. ოჯახი უკვე სამძიმარს ღებულობს“, — განაცხადა ქავთარაშვილმა.

კუშტანაშვილი სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის სამთავრობო არმიაში ირიცხებოდა ან  ტერორისტების მხარეზე იბრძოდა თუ არა — უცნობია.

ქავთარაშვილის სიტყვებით, სირიასა და ერაყში სულ საქართველოს 26 მკვიდრი დაიღუპა, მათ შორის ყველაზე ცნობილი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ–უმარ აშ–შიშანი, რომელიც სირიის ჩრდილოეთით „ისლამური სახელმწიფოს" ძალებს სარდლობდა.

მანამდე აშშ-მ ბათირაშვილის ადგილსამყოფელის ინფორმაციის მოპოვებისთვის 5 მლნ აშშ დოლარი დააწესა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0