პანკისის მკვიდრი სირიაში ოჯახთან ერთად დაიღუპა

© photo: Sputnik / Михаил Алаеддин / გადასვლა მედიაბანკშიალეპო
ალეპო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავიადადარტყმის დროს ავტომობილს ჭურვი მოხვდა, რომელშიც ტოხოსაშვილის ოჯახი იმყოფებოდა

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მკვიდრი ლევან ტოხოსაშვილი და მისი ოჯახის წევრები სირიაში ავიადარტყმების დროს დაიღუპნენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ტოხოსაშვილის ოჯახის დაღუპვის შესახებ სოფელში ორშაბათს შეიტყვეს. ტოხოსაშვილთან ერთად დაიღუპა მისი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ისინი დაბომბვის დროს ავტომობილში ისხდნენ.

ციხის საკნები - Sputnik საქართველო
ჩეჩნეთში საქართველოს მოქალაქე სირიის ომში მონაწილეობისთვის გაასამართლეს

"5 წელია, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სირიაში. დღეს ოჯახმა მიიღო სამწუხარო ინფორმაცია, რომ ოჯახი გადაადგილდებოდა ავტომანქანით და საჰაერო იერიშის შედეგად, ოჯახის ყველა წევრი დაიღუპა. 3 და 5 წლის ბავშვები და ცოლ-ქმარი", — განაცხადა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მათე ქავთარაშვილმა ტელეკომპანიის ეთერში.

თანასოფლელების ცნობით, 31 წლის ტოხოსაშვილი სამუშაოდ თურქეთში წავიდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის სირიაში იმყოფებოდა. ასევე ცნობილია, რომ სირიაში ამ დროისთვის რჩება მისი ძმა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრია. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლევან ტოხოსაშვილიც მათ რიგებში იბრძოდა.

სირიასა და ერაყში სულ საქართველოს 26 მკვიდრი დაიღუპა, მათ შორის ყველაზე ცნობილი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ–უმარ აშ–შიშანი, რომელიც სირიის ჩრდილოეთით "ისლამური სახელმწიფოს" ძალებს სარდლობდა.

ყველა ახალი ამბავი
0