ჩეჩნეთში საქართველოს მოქალაქე სირიის ომში მონაწილეობისთვის გაასამართლეს

© AFP 2024 / Thierry Zoccolanციხის საკნები
ციხის საკნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების მონაცემებით, გაურგაშვილი 2013 წლის ნოემბრიდან სირიაში იმყოფებოდა და სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრი იყო.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. გროზნოს სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ბესლან გაურგაშვილი სირიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის გაასამართლა და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მუსაჯა. ამის შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პროკურატურის  ვებგვერდზე განთავსებულ შეტყობინებაშია საუბარი.

ერაყი - Sputnik საქართველო
ერაყში „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

გამოძიების მონაცემებით, გაურგაშვილი 2013 წლის ნოემბრიდან სირიაში იმყოფებოდა და სახელმწიფოს ტერიტორიაზე  მოქმედი უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრი იყო.

2014 წელს ის გროზნოში ჩავიდა და დაკავებამდე ქალაქის ერთ-ერთ რაიონში ცხოვრობდა.

საქართველოს მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლი საქმე აღძრულია  რუსეთის ფედერაციის  სისხლის სამართლის კოდექსის  მუხლით: „უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე  შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა, რომელსაც  ამ საზელმწიფის კანომდებლობა არ ითვალისწინებს და რომელიც რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ეწინააღმდეგება“.

სასამართლომ გაურგაშვილი სრულად დამნაშავედ ცნო.

ყველა ახალი ამბავი
0