საქართველოს პრეზიდენტი ლას-ვეგასში მომხდარი თავდასხმით შეშფოთებულია

© AFP 2024 / Petras Malukas გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინციდენტი ლას-ვეგასში კაზინო Mandalay Bay-თან ახლოს მოხდა, სადაც მუსიკალური ფესტივალი იმართებოდა. თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეშფოთებულია ლას-ვეგასში მუსიკალურ ფესტივალზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმით, ნათქვამია პრეზიდენტის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ლას-ვეგასში მომხდარი ინციდენტის კადრები - Sputnik საქართველო
სროლა ლას-ვეგასში: კადრები ტრაგედიის ადგილიდან

ლას-ვეგასში კაზინო Mandalay Bay-თან ახლოს გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე სროლა კვირას, ადგილობრივი დროით 22:08 საათზე მოხდა, რის შედეგადაც ფესტივალზე მყოფი 50 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 200-ზე მეტი დაშავდა. დამნაშავე 64 წლის სტივენ პედოქი აღმოჩნდა, რომლიც ლიკვიდირებაც პოლიციამ განახორციელა.

„შეძრწუნებული ვარ ლას — ვეგასში მუსიკალური ფესტივალის დროს მომხდარი თავდასხმის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ განსაცდელის ჟამს მტკიცე თანადგომას ვუცხადებ ამერიკის მთავრობას, ამერიკელ ხალხს და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს", — ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისათვისს აქართველოს პრეზიდენტი პორტუგალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ქვეყნის პირველ პირებთან შეხვედრებს მართავს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0