სროლა ლას-ვეგასში: კადრები ტრაგედიის ადგილიდან

გამოწერა

კვირას საღამოს ლას-ვეგასის აეროპორტსა და სასტუმრო-სამორინეს Mandalay Bay შორის მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე გასროლა მოხდა. იხილეთ ვიდეო კადრები შემთხვევის ადგილიდან.

50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი დაშავდა, ინფორმაციას ავრცელებს "რია ნოვოსტი". ტელეკომპანია CNN ადგილობრივ საავადმყოფოებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 12 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია. 

პოლიციის მონაცემებით, ცეცხლი 64 წლის სტივენ პედოკმა გახსნა. სამართალდამცავებმა მისი ლიკვიდაცია მოახდინეს. სროლა სასტუმროს 32-ე სართულიდან დაიწყო. ღია ცის ქვეშ მიმდინარე კონცერტზე სროლის დროს ათობით ათასი ადამიანი იმყოფებოდა. ეს აშშ-ში სროლის შედეგად დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობაა.

ყველა ახალი ამბავი
0