ფრთხილად! დიეტურმა კვებამ შესაძლოა წონის მატება და დიაბეტი გამოიწვიოს

CC BY 2.0 / Flickr / Alan Cleaver / Lose weight nowადამიანი სასწორზე
ადამიანი სასწორზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ დიეტურ სასმელებსა და პროდუქტებს შეუძლია ხელი შეუწყოს წონის მატებას და გამოიწვიოს დიაბეტი, რადგან ტვინი არასწორად ითვლის კალორიების რაოდენობას და აქვეითებს მეტაბოლიზმს.

იელის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარებმა აღმოჩინეს, რომ ორგანიზმი საკვებიდან მიღებული ენერგიის წვის პროცესს წყვეტს, თუ ამ საკვების სიტკბოსა და კალორიებს შორის „შეუსაბამობაა".

ბუნებაში სიტკბო შეესატყვისება ენერგიას, და რაც უფრო ტკბილია საკვები, მით მეტ კალორიას შეიცავს ის. ამის გამო ტვინმა ევოლუცია იმგვარად განიცადა, რომ ტკბილი პროდუქტებისგან ის კალორიების მიღებას ელოდება. როდესაც ეს არ ხდება. ტვინი შეიძლება „დაიბნეს" და იფიქროს, რომ ორგანიზმს ნაკლები კალორია მიეწოდება.

შაქარი - Sputnik საქართველო
მსოფლიოში ნებადართული ნარკოტიკი

მეცნიერები ამბობენ, რომ ამით შეიძლება აიხსნას წინა კვლევა, რომელმაც საფუძველი მისცა ვარაუდს, რომ ხელოვნურმა დამატკბობლებმა სისხლში შაქრის დონის მატება და, შესაძლოა, დიაბეტიც გამოიწვიოს.

„კალორია — ეს უბრალოდ კალორია არ არის. მცდარია მოსაზრება, რომ კალორიების დიდი რაოდენობა უფრო მაღალ მეტაბოლურ იმპულსებსა და ტვინის „გამოძახილს" იწვევს. კალორიები განტოლების მხოლოდ ნახევარს შეადგენს, ხოლო მისი მეორე ნახევარი — ტკბილი გემოს აღქმაა", — აცხადებს კვლევის ავტორი დანა სმოლი (Dana Small).

ადამიანის ევოლუცია იმგვარად მიმდინარეობდა, რომ ეფექტურად გამოეყენებინა ბუნებაში ხელმისაწვდომი ენერგიის წყაროები. თანამედროვე საკვები ხასიათდება ენერგიის წყაროების არსებობით, რომლებიც მანამდე ადამიანისთვის უცნობი იყო, ამბობს მკვლევარი.

„როდესაც პროდუქტის სიტკბო და საკვები ღირებულება ერთმანეთს არ ემთხვევა, ორგანიზმი იღებს ნაკლებ ენერგიას, ხოლო ტვინში სუსტი და არაზუსტი სიგნალები იგზავნება. ნებისმიერ ამ ეფექტს შეუძლია გავლენის მოხდენა მეტაბოლიზმის ხარისხზე", — აცხადებს დანა სმოლი.

ტვინს ტკბილი გემო სჭირდება, რათა კალორიების დაწვა დაიწყოს.

კილოგრამებზე მუდმივი შფოთვა საბოლოოდ ზედმეტ ჭამასა და წონის მატებას იწვევს - Sputnik საქართველო
დიეტა - სტრესი თუ ჭამაზე უარის თქმა

ახალ კვლევაში 15 ადამიანი მონაწილეობდა. აკვირდებოდნენ მათი ტვინის მდგომარეობას, როდესაც ისინი სვამდნენ დიეტურ და ჩვეულებრივ სასმელებს. ასევე აკონტროლებდნენ, რამდენ ენერგიას წვავდნენ ექსპერიმენტის მონაწილეები.

აღმოჩნდა, რომ როდესაც სიტკბოსა და კალორიებს შორის „შეუსაბამობა" იყო, კალორიებს მეტაბოლიზმის გამოწვევა არ შეეძლო. ასევე ტვინი არ არეგისტრირებდა მოხმარებულ კალორიებს, ამიტომ ადამიანები უფრო მეტს ჭამდნენ.

ამ კვლევის შედეგების კომენტარისას კარდიფის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა დომინიკ დუაიერმა (Dominic Dwyer) განაცხადა: „კვლევის შედეგები ნიშნავს, რომ, ჩემი აზრით, კალორიებსა და სიტკბოს შორის შეუსაბამობა ჩვენს მეტაბოლიზმს იმგვარად უშლის ხელს, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს წონის მატება, დიაბეტი, გულის დაავადებები და სხვა. თუმცა აუცილებელია შემდგომი კვლევები".

ტამ ფრაიმ (Tam Fry) გაცხიმოვნების ეროვნული კომისიიდან (დიდი ბრიტანეთი) დასძინა: „ეს კვლევა საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ – ხელოვნურ ინგრედიენტებს საკვებსა და სასმელში შეუძლია ჩვენი ორგანიზმის მოტყუება, თუნდაც ეს ინგრედიენტები სასარგებლო ჩანდეს. ისინი შეიძლება თავისუფალია კალორიებისგან, მაგრამ არა შედეგებისგან და დიაბეტი მხოლოდ ერთ-ერთი შედეგია".

ყველა ახალი ამბავი
0