როგორ მივიღოთ ვიტამინები - ავიტამინოზის სიმპტომები

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიაბები ხელის გულზე
აბები ხელის გულზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიტამინების ნაკლებობა ისევე, როგორც მათი ზედმეტი რაოდენობა, სხვადასხვა დაავადებებს იწვევს.

იმის შესახებ, როგორ გავარჩიოთ სიმპტომები და დავადგინოთ, რა აკლია ჩვენს ორგანიზმს, „Sputnik-საქართველოს" უამბო ბიოქიმიის პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგემ რამაზ გახოკიძემ.

„ჰიპოვიტამინოზის დროს ორგანიზმის საერთო ტონუსი უარესდება, ადამიანი გრძნობს სისუსტეს, კარგავს მადასა და შრომისუნარიანობას, ირღვევა ძილი და დეპრესიაც კი შესაძლებელია. ავიტამინოზის აშკარა ნიშანი — ლორწოვანი გარსის ფერის შეცვლაა", — აცხადებს პროფესორი გახოკიძე.

დღეს მედიცინა ვიტამინების დაახლოებით 20 სახეობას იცნობს, თითოეული მათგანი გარკვეულ ფუნქციას ასრულებს. ამიტომაც ერთი ვიტამინი სხვას ვერ შეცვლის.

ვიტამინების გადაჭარბებაც არანაკლებ საშიშია. ბევრი ადამიანი ვიტამინებს ექიმის რჩევის გარეშე იღებს.

ვიტამინების ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერვიტამინოზი. ვიტამინებით მოწამვლის სიმპტომებია — დაღლილობა, სისუსტე, თავბრუდახვევა, ძილიანობა, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა და ონკოლოგიური დაავადებებიც კი.

ექიმი-კარდიოქირურგი ლეო ბოკერია - Sputnik საქართველო
„გულისმიერი ამბები": ექიმ ლეო ბოკერიას რჩევები

„განსაკუთრებით საშიშია ცხიმხსნადი ვიტამინები (A, D, E, K). ისინი ადამიანის ორგანიზმში დიდი რაოდენობით შეიძლება დაგროვდეს და მწვავე ან ქრონიკული მოწამვლა შეიძლება გამოიწვიოს.

А ვიატმინის სიჭრბე იწვევს თავის ტკივილს, ძილიანობას, გულისრევის შეგრძნებას, ზოგჯერ კრუნჩხვებსაც. ხოლო Е ვიატმინის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს იმპოტენცია, უშვილობა, ინსულტი, გულის დაავადებები და მომნელებელი სისტემის პრობლემები.

D ვიტამინის სიჭარბე იწვევს მწვავე და ქრონიკულ მოწამვლას, ძვლებიდან მინერალურ მარილებს რეცხავს და ტოვეს კალცის ნალექს გულში, ფილთვებში, თირკმელებში, სისხლძარღვებში და კუჭნაწლავში. D ვიტამინის სიჭარბე ნერვულ სისტემასაც აზიანებს. მოწამვლის სიმპტომები: უგუნებობა, ძილიანობა, ზოგჯერ კრუნჩხვები.

ხილ-ბოსტნეული - Sputnik საქართველო
გენმოდიფიცირებული პროდუქტები – საშიშია თუ არა ისინი ჩვენი ჯანმრთელობისთვის

წყალში ხსნადი ვიტამინები B, C, PP ნაკლებად საშიშია. თუმცა სხვა ვიტამინებთან შედარებით მათ დეფიციტს ადამიანი ბევრად მძაფრად შეიგრძნობს.

В ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ფსიქიკის დარღვევებს, თმის ცვენას, ფრჩხილების მტვრევადობას, ბავშვებში ზრდის შეფერხებას, მადის და ძილის პრობლემებს.

C ვიტამინი ადვილად იშლება, ის Е ვიტამინთან ერთად უნდა მიიღოთ. განწყობის მკვეთრი ცვლილება, ქრონიკული დაღლილობა, წონის კლება, კანის მდგომარეობის გაუარესება, ტკივილები კუნთებსა და სახსრებში, უცნაური გემატომები კანზე — С ვიტამინის ნაკლებობის ტიპიური ნიშნებია.

„ნორმალური ფუნქციონირებისთვის ორგანიზმს ვიტამინების ბალანსი სჭირდება. ამას შეიძლება მივაღწიოთ დაბალანსებული კვებით და სამკურნალო ვიტამინების სწორი დოზირებით, რომელსაც ექიმი დანიშნავს", — აღნიშნა გახოკიძემ.

საჭირო მიკროელემენტების მიღება შემდეგი პროდუქტებისგან შეგვიძლია:

ბადრიჯანი - Sputnik საქართველო
ძალზე სასარგებლო კენკრა–ბოსტნეული, ანუ პომიდვრისა და კარტოფილის "ბიძაშვილი"

ვიტამინი А - თევზის ქონი, კვერცხის გული, კარაქი, რძე და რძის ნაწარმი, სტაფილო, ისპანახი, გოგრა, პომიდორი, მწვანე ხახვი, გარგარი, ნესვი, ყურძენი, კომში.

В ჯგუფის ვიტამინები — თევზი, ხორცი, ჭვავის პური, ყვავილოვანი კომბოსტო, მიწის თხილი, ნიგოზი, ქათმის კვერცხი, რძე, კარტოფილი, კომბოსტო, სტაფილო, ხახვი, სოიო, პარკოსნები, ბადრიჯანი, სიმინდი, ქლიავი, ატამი, ჟოლო, ვაშლი, მსხალი, ბანანი.

ვიტამინი С  — ხახვი, წითელი წიწაკა, მწვანილი, კომბოსტო, ბოლოკი, კარტოფილი, პომიდორი. დიდი რაოდენობით С ვიტამინს შეიცავს ციტრუსები — ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი, გრეიპფრუტი.

D ვიტამინი — თევზის ქონი, კარაქი, რძე და რძის ნაწარმი, კვერცხის ცილა, სოკო.

Е ვიტამინი — ქერი, სიმინდი, სოიო, ზეითუნის ზეთი, კომბოსტო, ბროკოლი, ბარდა, ნუში, მიწის თხილი, მზესუმზირა, წაბლი, თხილი, ალუბალი.

დასასრულ პროფესორმა აღნიშნა, რომ ამ პროდუქტების დაბალანსებული მიღება ვიტამინების ნაკლებობის პრობლემას აღმოფხვრის. ავიტამინოზის სიმპტომებისას კი ექიმს მიმართეთ.

„მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული და ვიტამინების ნაკლებობა ან სიჭარბე არ შეგაწუხებთ", — დაასკვნა ბიოქიმიის პროფესორმა რამაზ გახოკიძემ.

ყველა ახალი ამბავი
0