„გულისმიერი ამბები": ექიმ ლეო ბოკერიას რჩევები

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoev / გადასვლა მედიაბანკშიექიმი-კარდიოქირურგი ლეო ბოკერია
ექიმი-კარდიოქირურგი ლეო ბოკერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გულის მსოფლიო დღეს ყველაზე ცნობილი ექიმი–კარდიოქირურგი ლეო ბოკერია გვაძლევს რჩევებს გულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

შეუფასებელია ექიმი–კარდიოქირურგის, აკადემიკოსის, გამომგონებლისა და ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ეროვნული სამედიცინო კვლევითი ცენტრის დირექტორის ლეო ბოკერიას წვლილი გულის დაავადებებთან ბრძოლაში. სწორედ ამიტომ გულის მსოფლიო დღეს Sputnik-მა მას მიმართა თხოვნით, მისცეს სააგენტოს მკითხველს რამდენიმე მარტივი რჩევა გულის დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

„შემიძლია გითხრათ ყველასთვის ცნობილი ფრაზა: გაუფრთხილდით გულს და გახსოვდეთ ამის შესახებ არა მხოლოდ გულის დღეს, არამედ მთელი ცხოვრება. ამისთვის კი საჭიროა საკუთარი მშობლებისა და წინაპრების გენეტიკის ცოდნა — თუ მშობლებს პრობლემები ჰქონდათ, ის შეიძლება შვილებსა და შვილიშვილებსაც ჰქონდეთ. ამიტომ წინაპრების სუსტი მხარეები უნდა ვიცოდეთ. ეს პირველი. მეორე — არანაირი თავისებურებები არ არის, გარდა ნორმალური რეჟიმის დაცვისა. ნორმალური რეჟიმი მე მესმის არა მხოლოდ ისე, რომ დროულად უნდა დაიძინო და დილით გაიღვიძო, თუმცა ეს ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნების ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია, არამედ, რა თქმა უნდა, საკვების საკმაო შეზღუდვა. არ შეიძლება საჭმლის რაღაც განსაკუთრებით სასიხარულო მოვლენად გადაქცევა. ხოლო მესამე — მეტი მოძრაობაა საჭირო.

ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ ფრაზა „მოძრაობა — სიცოცხლეა" სრულიად რეალური სიტყვებია. ადამიანს ნებისმიერ პირობებში შეუძლია თუნდაც 10-წუთიანი ვარჯიში — ჩაბუქვნა, დახრა ან, უბრალოდ, ერთი კილომეტრის ფეხით გავლა.

გულის ოპერაცია - Sputnik საქართველო
ბოკერია: ხელოვნური გულის ფართო გამოყენებაზე საუბარი ნაადრევია

სხვათა შორის, რუსეთში არის ძალიან კარგი მოძრაობა — „გასეირნება ექიმთან ერთად". მისი ინიციატორია ოლგა ბოკერია — მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და ჩემი უმცროსი ქალიშვილი. „გასეირნება ექიმთან ერთად" მსოფლიოშიც გავრცელდა. მისი იდეა ისაა, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ექიმთან სურს გასაუბრება, ამის გაკეთება შეუძლია არა რიგში დგომის შემდეგ, არამედ სეირნობისას — ისაუბროს თავისუფლად ექიმთან, მიიღოს პასუხები თავის კითხვებზე, გაიაროს კონსულტაცია.

გამოირკვა, რომ ადამიანი, რომელიც კვირაში ერთ საათს მაინც დადის ფეხით, რამდენიმე წლით მეტს ცოცხლობს მათთან შედარებით, ვინც ფეხით არ დადის. ეს მონაცემები ისე, ჰაერიდან არ მოსულა, ძმებ მეიოების კლინიკის — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლინიკის მონაცემებია. ამიტომ, თუ არ არის იმის საშუალება, რომ იაროთ ფიტნესზე ან რომელიმე სპორტს მისდიოთ, საჭიროა თუნდაც გასეირნება. თან დღეს, თუნდაც თქვენ საცხოვრებელ ადგილთან სასეირნო ადგილი არც იყოს, ეს უკვე პრობლემა აღარ არის. არის არცთუ ძვირი სარბენი ბილიკები, რომლებიც ითვლის, რამდენი გაიარეთ, რამდენია პულსი და სიჩქარე. ეს ძალიან მოსახერხებელია. თავდაპირველად საკმარისია დღეში 15-20 წუთი სიარული, ხოლო როცა მიეჩვევით — 30 ან 45 წუთი. მეტი არც არის საჭირო".

ყველა ახალი ამბავი
0