ნანუაშვილი: კუმურდოში სავარაუდო დანაშაულს ჰქონდა ადგილი

© Courtesy of Ucha Nanuashviliუჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახალხო დამცველის ოფისი კუმურდოში მოხდარს მოგვიანებით შეაფასებს

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში ადგილი სავარაუდო დანაშაულსაც ჰქონდა, ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა.

„რამდენად ჩვენთვის ცნობილია, სავარაუდო დანაშაულსაც ჰქონდა ადგილი, იყი შეხლა-შემოხლა, დაზიანდა ასევე რამდენიმე პოლიციელი და ავტომობილი. აქედან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა დეტალში გავერკვეთ და შესაბამისი განცხადება გავაკეთოთ ამის შემდეგ", — განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
კუმურდოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

ნანუაშვილის თქმით, ახალქალაქში სახალხო დამცველის ოფისი უშუალოდ არის ჩართული ამ პროცესის მონიტორინგში.

შეგახსენებთ: ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში, ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე შეჭრა სცადა. მე-10 საუკუნის ტაძარს, რომლის რესტავრაციაც მიმდინარეობს, შსს-ს დაცვის პოლიცია იცავს. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს ტაძრის ტერიტორიაზე შეღწევის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მათ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ადგილზე მისულ პოლიციას კი ქვები დაუშინეს. შემთხვევის შედეგად, დაშავდნენ პოლიციელები, ასევე დაზიანდა შსს-ს ბალანსზე რიცხული რამდენიმე ავტომანქანა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით ("წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ"), სსკ-ს 187-ე მუხლით ("ნივთის დაზიანება ან განადგურება"), 239-ე მუხლით ("ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ").

ყველა ახალი ამბავი
0