კუმურდოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფელ კუმურდოში ვითარება განიმუხტა

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში, მოსახლეობასა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში, ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე შეჭრა სცადა. მე-10 საუკუნის ტაძარს, რომლის რესტავრაციაც მიმდინარეობს, შსს-ს დაცვის პოლიცია იცავს. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს ტაძრის ტერიტორიაზე შეღწევის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მათ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ადგილზე მისულ პოლიციას კი ქვები დაუშინეს", — ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
სოფელ კუმურდოში, ეკლესიაში სპეცრაზმია მობილიზებული

შემთხვევის შედეგად, დაშავდნენ პოლიციელები, ასევე დაზიანდა შსს-ს ბალანსზე რიცხული რამდენიმე ავტომანქანა.

ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. იგი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ამ დროისთვის, სიტუაცია სოფელ კუმურდოში განმუხტულია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით ("წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ"), სსკ-ს 187-ე მუხლით ("ნივთის დაზიანება ან განადგურება"), 239-ე მუხლით ("ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ").

ინფორმაცია დაკავებულების შესახებ არ ვრცელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0