დავით თედორაძე: "მშენებლობებზე ხარაჩოების ხარისხიც უნდა მოწმდებოდეს"

© Sputnik / Alexander Imedashviliსაცხოვრებელის სახლის მშენებლობა თბილისში
საცხოვრებელის სახლის მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო დროს საქართველოში მშენებლობებზე უბედური შემთხვევების რიცხვმა იმატა.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. მშენებლობის ნებართვის გაცემა მხოლოდ არქიტექტუტული პროექტის საფუძველზე არ უნდა ხდებოდეს, მიაჩნია არასამთავრობო ეკონომიკის და სამართლის საერთაშორისო საბჭოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელ დავით თედორაძეს.

„როდესაც მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებაში, მშენებლობაზე განაცხადი შედის, მხოლოდ არქიტექტურული პროექტი მოწმდება, სხვა დანარჩენი კონსტრუქციული ნაგებობების ხარიხი კი მშენებელის კეთილსინდიდიერებაზეა დამოკიდებული", — აღნიშნა დავით თედორაძემ "Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის აზრით, თუ კონსტრუქციების პროექტიც შემოწმდება, ეს მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების შრომას უფრო უსაფრთხოს გახდის.

დავით თედორაძე - Sputnik საქართველო
დავით თედორაძე: დასაქმებულების ჯანმრთელობა საქმიანობის სფეროს უნდა შეესაბამებოდეს

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მშენებლონებლობებზე უბედური შემთხვევების რისკებს ზრდის, დასაქმებულების არაპროფესიონალიზმი და შრომის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის არქონაა.

„კანონი დამსაქმებელს აკისრებს დასაქმებულების ინფორმირებას შრომის უსაფრთხოების ნორმებზე, თუმცა რამდენად კეთილსინდიდიერად ასრულებს ის ამას რთული სათქმელია, რადგან ამასაც არავინ ამოწმებს", — აღნიშნა დავით თედორაძემ

გუშინ ბათუმში იუსტიციის სახლის მიმდებარედ მშენებარე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, დღეს ორი მათგანი გამოწერეს.

ბოლო დროს საქართველოში მშენებლობებზე უბედური შემთხვევების რიცხვმა იმატა. წლის დასაწყისიდან საქართველოში უკვე დაიღუპა 8 და დაშავდა 10 ადამიანი. 2007-2016 წლებში კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 416 ადამიანი, ხოლო 716-მა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

ივნისის ბოლოს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა შეიმუშავეს ახალი კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ", რომელიც სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების სავალდებულო წესების შემოღებას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0