დავით თედორაძე: დასაქმებულების ჯანმრთელობა საქმიანობის სფეროს უნდა შეესაბამებოდეს

© Photo: courtecy of David Tedoradzeდავით თედორაძე
დავით თედორაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მავნე სამუშაოზე დასაქმებული ადამიანების სამედიცინო შემოწმება პერიოდულად უნდა ხდებოდეს, მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკისა და სამართლის საერთაშორისო საბჭოს" იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს დავით თედორაძეს.
დავით თედორაძე: დასაქმებულების ჯანმრთელობა საქმიანობის სფეროს უნდა შეესაბამებოდეს

„არსებობს სამუშაოთა ჩამონათვალი, მაგალითად, ნავთობის მოპოვება–გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მაღალი ძაბვის ელექტროხაზებისა და ელექტროდანადგარების მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა, საავიაციო, სარკინიგზო და მეტროპოლიტენის ტრანსპორტთან დაკავშირებული საქმიანობა, სადაც დასაქმებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდულად შემოწმებას დამსაქმებელს კანონი ავალდებულებს", – განუცხადა დავით თედორაძემ „Sputnik–საქართველოს“.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკონომიკისა და სამართლის საერთაშორისო საბჭოს" იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის აზრით,  აუცილებელია, რომ სამუშაოზე დასაქმებულის ჯანმრთელობის მდნომარეობა საქმიანობის სფეროს შეესაბამებოდეს.

ყველა ახალი ამბავი
0