ფილმი „საშიში დედა“ ეგვიპტეში კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა

© photo: Scary Mother / FBკადრი ფილმიდან „საშიში დედა“
კადრი ფილმიდან „საშიში დედა“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯილდო გულისხმობს ასევე ფულად პრიზს - 50 000 ამერიკულ დოლარს.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. კიდევ ერთი გამარჯვება — ანა ურუშაძის „საშიში დედა" ეგვიპტეში El Gouna-ს საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზის მფლობელი გახდა, იტყობინება ეროვნული კონოცენტრის Facebook-გვერდი.

ჯილდო გულისხმობს ასევე ფულად პრიზს — 50 000 ამერიკულ დოლარს.

ფილმი „საშიში დედა" ანა ურუშაძის სადებიუტო ფილმია.

კადრი ფილმიდან საშიში დედა - Sputnik საქართველო
საქართველოდან "ოსკარის" მოსაპოვებლად "საშიშ დედას" წარადგენენ

დრამა „საშიში დედა" 50 წლის ქართველი დედის, დიასახლის მანანას ცხოვრებას აღწერს. ქალი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და მწერლობის ვნებიან გატაცებას შორის, რომელსაც ის თავის თავში წლების განმავლობაში იკლავდა და რომელშიც თავისი ცხოვრების აზრს პოულობს. მანანა გადაწყვეტს გადაეშვას ამ ვნებაში, მთლიანად დაიხარჯოს მასში — გონებრივადაც და ფიზიკურადაც.

ფილმი ეხება სტერეოტიპების, მორალური ნორმებისა და სოციალური პასუხისმგებლობის თემას.

მთავარ როლს ასრულებს ნატო მურვანიძე.

ანა ურუშაძე - Sputnik საქართველო
ანა ურუშაძის „საშიში დედა“ ლოკარნოს კინოფესტივალზე საუკეთესო სადებიუტო ფილმად აღიარეს

ეგვიპტეში მიღწეული წარმატება ანა ურუშაძისთვის პირველი არ არის. ანა ურუშაძე ლოკარნოს 70-ე საიუბილეო კინოფესტივალზე საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის "საშიში დედა" (Scary Mother) დაჯილდოვდა.

ანა ურუშაძის ფილმი „საშიში დედა" ამერიკული კინოაკადემიის პრემია "ოსკარის" მოსაპოვებლად ნომინაციაში "საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი" გაიგზავნება.

ფილმმა ეროვნულ კონკურსში გაიმარჯვა, რომელშიც მონაწილეობდა ოთხი ფილმი: „ჩემი ბედნიერი ოჯახი" (რეჟისორები ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი), „მძევლები" (რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი), „საშიში დედა" (რეჟისორი ანა ურუშაძე), "ლუკა" (რეჟისორი გიორგი ბარაბაძე).

„ოსკარის" რიგით 90-ე ცერემონია 2018 წლის 4 მარტს გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0