საქართველოდან "ოსკარის" მოსაპოვებლად "საშიშ დედას" წარადგენენ

© photo: Scary Mother / FBკადრი ფილმიდან "საშიში დედა"
კადრი ფილმიდან საშიში დედა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმმა "საშიში დედა" გაიმარჯვა ისეთ გახმაურებულ ფილმებზე, როგორიცაა "მძევლები" და "ჩემი ბედნიერი ოჯახი"

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ამერიკული კინოაკადემიის პრემია "ოსკარის" მოსაპოვებლად ნომინაციაში "საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი" საქართველოდან გაიგზავნება რეჟისორ ანა ურუშაძის სადებიუტო ფილმი "საშიში დედა".

ამის შესახებ ცნობილი გახდა 30 აგვისტოს მას შემდეგ, რაც სპეციალურმა კომისიამ ოთხ კანდიდატ ფილმს შორის ფარული კენჭისყრით გამოავლინა გამარჯვებული სურათი.

კადრი ქართველი რეჟისორის გეგი ხმალაძის ფილმიდან „8 წუთი“ - Sputnik საქართველო
ქართული ფილმ-აპოკალიფსისი მანჰეტენის ცნობილ ფესტივალზე მოხვდა

კომისიაში ცხრა წევრი იყო: კულტურის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი, რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, სცენარისტი კოტე ჯანდიერი, რეჟისორი და პროდიუსერი ოთარ შამათავა, მსახიობი ია სუხიტაშვილი, ოპერატორი არჩილ ახვლედიანი, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი, კინომცოდნე ქეთი ტრაპაიძე და კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი.

ეროვნულ კონკურსში მონაწილეობდა ოთხი ფილმი: "ჩემი ბედნიერი ოჯახი" (რეჟისორები ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი), "მძევლები" (რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი), "საშიში დედა" (რეჟისორი ანა ურუშაძე), "ლუკა" (რეჟისორი გიორგი ბარაბაძე).

ეროვნულ კონკურსში გამარჯვებული ფილმი "საშიში დედა" ამერიკული კინოაკადემიის კომისიის წევრებს წარედგინებათ, რომლებიც კენჭისყრით სურათს ან მოიწონებენ, ან ნომინანტების ნუსხაში არ შეიტანენ.

"ოსკარის" რიგით 90-ე ცერემონია 2018 წლის 4 მარტს გაიმართება.

ანა ურუშაძე - Sputnik საქართველო
ანა ურუშაძის „საშიში დედა“ ლოკარნოს კინოფესტივალზე საუკეთესო სადებიუტო ფილმად აღიარეს

ფილმი "საშიში დედა" ანა ურუშაძის სადებიუტო ფილმია.

დრამა "საშიში დედა" 50 წლის ქართველი დედის, დიასახლის მანანას ცხოვრებას აღწერს. ქალი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და მწერლობის ვნებიან გატაცებას შორის, რომელსაც ის თავის თავში წლების განმავლობაში იკლავდა და რომელშიც თავისი ცხოვრების აზრს პოულობს. მანანა გადაწყვეტს გადაეშვას ამ ვნებაში, მთლიანად დაიხარჯოს მასში — გონებრივადაც და ფიზიკურადაც.

ფილმი ეხება სტერეოტიპების, მორალური ნორმებისა და სოციალური პასუხისმგებლობის თემას.

მთავარ როლს ასრულებს ნატო მურვანიძე.

ფილმის რეჟისორი ანა ურუშაძე ლოკარნოს 70-ე საიუბილეო კინოფესტივალზე საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის "საშიში დედა" (Scary Mother) დაჯილდოვდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0