სინოპტიკოსები: საქართველოში მკვეთრი აციება ჩვეულებრივი მოვლენაა

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმის დაცარიელებული სანაპირო შტორმის შემდეგ
ბათუმის დაცარიელებული სანაპირო შტორმის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოპტიკოსები ამტკიცებენ, რომ საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება მოსალოდნელი არ არის

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ჰაერის ტემპერატურა სექტემბრის ბოლოს მკვეთრად დაეცა, მაგრამ გვიანი ზაფხულის გრილ შემოდგომად გადაქცევას სპეციალისტებმი ნორმალურ მოვლენად მიიჩნევენ.

პრაქტიკულად მთელი სექტემბრის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა მთელ საქართველოში 30 გრადუსს სითბოს და მეტსაც კი აღწევდა. ამინდი მკვეთრად გაუარესდა ამ კვირაში — დაეცა ტემპერატურა და წვიმები დაიწყო. პარასკევს თბილისში 14 გრადუსი სითბო იყო.

„ტემპერატურის მკვეთრ დაცემას ანომალიას ვერ ვუწოდებთ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ნალექი თოვლის სახით სექტემბერშიც მოსულა. წელს სექტემბერში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძალიან მაღალი ტემპერატურა შეინიშნებოდა, ამიტომაც ტემპერატურის მკვეთრი დაცემა მოსახლეობის გაკვირვებას იწვევს. მიზეზი ისაა, რომ სექტემბერში ჰაერის ტემპერატურა მაღალი იყო და მთელი ზაფხულის პერიოდი საკმაოდ ცხელი იყო", — ციტირებს საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოსამსახურის უფროსს, სვეტლანა ნიორაძეს.

ბათუმის აკვატორია და პორტი - Sputnik საქართველო
წყლის ტემპერატურა და ამინდი ოქტომბერში თურქეთში, საქართველოსა და კვიპროსზე

სინოპტიკოსების ბოლო მონაცემებით, ამინდი საქართველოში უკვე დასტაბილურდა. ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები აღარ მოხდება.

შაბათს დასავლეთ საქართველოში ჰაერის თემპპერატურა — 20-25 გრადუსი სითბო, წვიმა მოსალოდნელი არ არის. აღმოსავლეთ საქართველოში მოიღრუბლება, ზოგან იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა — 24 გრადუსი სითბო. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და 19 გრადუსი სითბო.

1 ოქტომბრიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვომდება, ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში 22 გრადუსი სითბო, აღმოსავლეთით — 19-დან 24 გრადუსამდე სითბო იქნება. თბილისში 23 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

წვიმიანი ამინდი 2-დან 5 ოქტომბრამდე შენარჩუნდება.

ყველა ახალი ამბავი
0