თურქეთი
ოქტომბერში თურქეთის კურორტებზე საკმაოდ კომფორტული ამინდი იქნება — ჰაერის საშუალო ტემპერატურა 26-27 გრადუსი სითბოა, ხოლო ღამით — 15-17 გრადუსი.
ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვაზე წყლის საშუალო ტემპერატურა 23 გრადუსი სითბოა (მინიმალური — 21, მაქსიმალური —25 გრადუსი სითბო).
ოქტომბრის პირველ ნახევარში ამინდი უფრო მდგრადი იქნება, მეორე ნახევარში მოსალოდნელია წვიმები.
სტამბულში უფრო ცივი ამინდი იქნება — დღისით ტემპერატურა 20 გრადუსი სითბო, ღამით — 12 გრადუსი.
მთაში გაცილებით ცივი ამინდი იქნება — ჰაერის საშუალო ტემპერატურა 7 გრადუსი სითბოა (მაქსიმალური — 14 გრადუსი, მინიმალური — 0 გრადუსი). თუმცა თხილამურების სეზონი მოგვიანებით დაიწყება.
კვიპროსის „ხავერდოვანი სეზონი"
ოქტომბერში კვიპროსზე ზაფხულის ამინდია — ჰაერის საშუალო ტემპერატურა პლუს 29 გრადუსია, ღამით — 18 გრადუსი. წყლის საშუალო ტემპერატურა — 25 გრადუსი სითბო.
ოქტომბრის შუა რიცხვებში აგრილდება, ჰაერის ტემპერატურა ორი გრადუსით დაიწევს — დღისით პლუს 26, ღამით — 16 გრადუსი სითბო.
დღისა და ღამის ტემპერატურებს შორის სხვაობა უფრო შესამჩნევია თვის ბოლოს — დღისით საშუალო ტემპერატურა 24 გრადუსი სითბო, ღამით — 14. წყლის ტემპერატურა — 22-23 გრადუსი სითბო.
წვიმა და ელჭექი იშვიათია, სწრაფად მთავრდება და დისკომფორტს არ ქმნის.
ამინდი საქართველოში
საქართველოში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, იშვიათია ხანმოკლე წვიმები. ჰაერის საშუალო ტემპერატურა — 20 გრადუსი სითბო, საღამოობით აცივდება.
ბათუმში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 21 გრადუსი სითბო, ღამით — 12. წყლის ტემერატურა — 21 გრადუსი სითბო.
მაღალ მთაში აცივდება. გუდაურში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დღისით — 8 გრადუსი სითბო, ღამით მინუს 1. თვის განმავლობაში მაქსიმალური ტემპერატურა 14 გრადუსი სითბო, მინიმალური — 6 გრადუსი ყინვა.
ბაკურიანში ჰაერის საშუალო ტემპერატურა პლუს 13 გრადუსი, ღამით — 3 გრადუსი. თვის განმავლობაში მაქსიმალური ტემპერატურა 20 გრადუსი სითბო, მინიმალური — 5 გრადუსი ყინვა.
ბორჯომში ოქტომბერში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი — თვის განმავლობაში მაქსიმალური ტემპერატურა 20 გრადუსი სითბო, მინიმალური — 2 გრადუსი სითბო.
თბილისში ოქტომბერში შემოდგომა ბატონობს — მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი. ჰაერის საშუალო ტემპერატურა პლუს 20 გრადუსი, ღამით — 8 გრადუსი. თვის განმავლობაში მაქსიმალური ტემპერატურა 25 გრადუსი სითბო, მინიმალური — 2 გრადუსი ყინვა.