ამინდის ზუსტი პროგნოზი ბათუმში 28 სექტემბერს

გამოწერა
ხუთშაბათს ბათუმში ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები ბათუმში ხუთშაბათს, 28 სექტემბერს წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ.

ღამით მოსალოდნელია წვიმა ჭექა-ქუხილით, ხოლო დილისთვის ნალექი შედარებით შემცირდება.

დილის 8 საათიდან ქალაქში ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 13:00 საათიდან ამინდი გაუარესდება და დღის ბოლომდე ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება.

მზე 07:06 საათზე ამოვა და 19:01 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით დაფიქსირდება — 17 გრადუსი, ხოლო დღისით — მაქსიმალური 20 გრადუსი.

 

ყველა ახალი ამბავი
0