ყოფილმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა

© AFP 2024 / Mike LEYRAL საპატიმროს საკანი
საპატიმროს საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებულმა ყოფილმა მღვდელმსახურმა შიმშილობა გამოაცხადა იმის გამო, რომ თავის შვილს ვერ დაურეკა და დაბადების დღე ვერ მიულოცა.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ყოფილმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, რომელიც სასჯელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის იხდის, შიმშილობა დაიწყო, განაცხადა მსჯავრდებულის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

სასამართლომ მამალაძეს განაჩენი 5 სექტემბერს გამოუტანა და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

"მამა გიორგი მამალაძეს ახლობლებთან დარეკვა სურდა, რომ ბავშვისთვის დაბადების დღე მიელოცა, თუმცა ვერ დაუკავშირდა. ეს მიზანმიმართული იყო, გარკვეულწილად, იმიტომ, რომ შეიძლება ერთ ნომერთან ვერ ხდებოდეს კავშირი, მაგრამ ოთხ ნომერთან… – ეს არის სპეციალურად გაკეთებული, თუ გავითვალისწინებთ, რომ საუბარი არასდროს ყოფილა, რომ ოდესმე სატელეფონო კავშირზე პრობლემა ყოფილიყო. ამის შემდეგ მამა გიორგიმ უარი თქვა საკვების მიღებაზე და წამლებზეც უარი განაცხადა", — აღნიშნა რამიშვილმა.

სასამართლო - Sputnik საქართველო
ადვოკატები შოკირებული არიან: მამალაძეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

მისი თქმით, შიმშილობასთან დაკავშირებით შედგა ოქმი, თუმცა მიზეზებზე საუბარი იქ არ არის.

მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ ილია მეორე იმყოფებოდა, რომელსაც, სხვებთან ერთად, შორენა თეთრუაშვილიც ახლდა. გამოძიების ინფორმაციით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0