თურქეთის პროკურატურამ გიულენთან კავშირის გამო 117 ოფიცერი დააკავა

© REUTERS / Murad Sezerთურქი პოლიციელები
თურქი პოლიციელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
უშიშროების ძალებმა გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილები თურქეთის 45 პროვინციაში დააკავეს.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. თურქეთის უშიშროების ძალებმა თურქეთის შეირაღებული ძალების 117 ოფიცრის დაკავების ოპერაცია ჩაატარეს. ისინი ეჭვმიტანილი არიან ისლამისტი სასულიერო მოღვაწის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან (FETO) კავშირში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ღრუბლები თბილისის თავზე - Sputnik საქართველო
რატომ ვერ გახდა გიულენთან კავშირში ბრალდებული საქართველოში ლტოლვილი

ოპერაცია 45 პროვინციაში ჩატარდა. დაკავების ორდერები იზმირის პროკურატურამ გასცა. გამოძიება ამტკიცებს, რომ ოფიცრები FETO-ს მაღალჩინოსნებთან საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავდნენ და ამისთვის კავშირგაბმულობის დაცულ არხებს იყენებდნენ.

მიმდინარე წლის 15 ივლისის საღამოს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო. უკვე მეორე დღის დილით ხელისუფლებამ ამბოხების აღკვეთის შესახებ განაცხადა. ბოლო მონაცემების თანახმად, დაპირისპირების შედეგად, რომლის ეპიცენტრი სტამბული და ანკარა გახდა, 246 თურქეთის მოქალაქე დაიღუპა, 2 ათასზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

თურქეთის ხელისუფლება ამბოხების მოწყობაში აშშ-ში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. ამ უკანასკნელმა კატეგორიულად უარყო ამბოხებაში მონაწილეობა.

ყველა ახალი ამბავი
0