პიანისტი სანდრო გეგეჭკორი რახმანინოვის სახლ-მუზეუმში კონცერტს გამართავს

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიძველი როიალი
ძველი როიალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
17 წლის პიანისტის სანდრო გეგეჭკორის კონცერტი ტამბოვის ოლქის შექმნის 80 წლის იუბილეს ეძღვნება.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, 17 წლის სანდრო გეგეჭკორი ტამბოვში სოლო-კონცერტს 1 ოქტომბერს გამართავს.

ქართველი მუსიკოსის კონცერტი კომპოზიტორ სერგეი რახმანინოვის სახლ-მუზეუმის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. პროგრამაში შესულია უცხოელი და რუსი კომპოზიტორების ნაწარმოებები, ნათქვამია მუზეუმის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საღამო ტამბოვის ოლქის შექმნის 80 წლის იუბილეს ეძღვნება.

როაილი - Sputnik საქართველო
კეიკო მაცუი თბილისში კონცერტს 8 ნოემბერს გამართავს

სანდრო გეგეჭკორი 2000 წელს ჭიათურაში დაიბადა. დაამთავრა სანდრო კავსაძის სახელობის ჭიათურის №1 მუსიკალური სკოლა. 10 წლიდან საკუთარ ნაწარმოებებს წერს. ამჟამად თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალური სკოლის "ნიჭიერთა ათწლედის" მოსწავლეა და პროფესორ საშა გარბერის კლასში სწავლობს.

2017 წლის ივლისში გეგეჭკორი ავსტრიაში ფოირიხის საფორტეპიანო, ვოკალური და კამერული მუსიკის მეორე საერთაშორისო კონკურსის (Feurich International Piano, Vocal and Chamber Music Competition) პრიზიორი გახდა. მან გრან-პრი და ორი სპეციალური ჯილდო მიიღო.

ახალგაზრდა მუსიკოსისთვის 2017 წელი ძალზე ნაყოფიერი იყო. წლის დასაწყისში სანდრო ვენაში, ბეთჰოვენის სახლ-მუზეუმში გამოვიდა და შეასრულა მოცარტის, ბეთჰოვენის, ლისტისა და სხვა ნაწარმოებები. შემდეგ ის წარმატებით გამოვიდა მოსკოვში. ცოტა ხნის წინ კი სანდრომ კონცერტი გამართა თბილისში, სადაც საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შეასრულა რახმანინოვის რაფსოდია პაგანინის თემაზე.

ყველა ახალი ამბავი
0