ფილმს „ჩემი ბედნიერი ოჯახი" თბილისის კინოთეატრებში აჩვენებენ

© FB / My Happy Familyკადრი ფილმიდან „ჩემი ბედნიერი ოჯახი"
კადრი ფილმიდან „ჩემი ბედნიერი ოჯახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმი მოგვითხრობს ქალის შესახებ, რომელმაც თავისი რუტინული ცხოვრების შეცვლა გადაწყვიტა.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. რეჟისორების ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმის "ჩემი ბედნიერი ოჯახი" ჩვენება თბილისის კინოთეატრებში 28 სექტემბერს იწყება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის განცხადებაში.

საქართველოსა და გერმანიის კოპროდუქციით შექმნილი ფილმი "ჩემი ბედნიერი ოჯახი" რეჟისორების ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მეორე ერთობლივი ნამუშევარია; პირველი იყო "გრძელი ნათელი დღეები", რომელსაც დიდი საერთაშორისო წარმატება ჰქონდა.

ჰონგ-კონგის კინოპრემია - Sputnik საქართველო
ქართულმა დრამამ "ჩემი ბედნიერი ოჯახი" ჰონგ-კონგის "ოსკარი" მიიღო

ფილმის მთავარი გმირი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, 52 წლის მარინა მხეიძეა (მსახიობი ია შუღლიაშვილი), რომელიც ერთ დღეს გადაწყვეტს კარდინალურად შეცვალოს საკუთარი რუტინული ცხოვრება და ოჯახი მიატოვოს, სადაც შვილები და მეუღლე სოსო (მსახიობი მერაბ ნინიძე) ცხოვრობენ.

მარინას არ ჰყავს საყვარელი, არც რაიმე დაფარული მოტივი აქვს, ის უბრალოდ მშვიდ ადგილზე გამგზავრებაზე ოცნებობს, სადაც დასვენებას, მოდუნებას, სიმშვიდით დატკბობას, დედისა და მეუღლის მარადიული მოვალეობებისგან გათავისუფლებას და უბრალოდ თავის თავთან ყოფნას შეძლებს.

ფილმის რეჟისორების თქმით, სურათის მთავარი თემა — ესაა ქალის როლი ქართულ ოჯახში და ახლობელი ადამიანების დამოკიდებულება მისი პირადი სურვილებისა და მისწრაფებებისადმი.

ფილმის პრემიერა 2017 წლის 22 იანვარს საერთაშორისო კინოფესტივალ "სანდენსის" ფარგლებში გაიმართა, სადაც ფილმმა კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა. იმ დროიდან ფილმი არაერთხელ გახდა სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი.

ყველა ახალი ამბავი
0