პრეზიდენტმა „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის საკითხზე მოლაპარაკებებზე მოიწვია

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე ავლაბარში
პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორ მოიქცევა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა, „ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვეტოს განახლებული კონსტიტუციის მხოლოდ ორ პუნქტს დაადებს.

საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე საბოლოო მოსმენით კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი მიიღო. პრეზიდენტმა პროექტი "ერთპარტიულ დოკუმენტად" მიიჩნია. კანონპროექტს ხელმოსაწერად ის უახლოეს დროს მიიღებს.

სანამ პრეზიდენტი საკუთარ სამოქმედო გეგმას საზოგადეობას გააცნობდა, კობახიძემ მას ვეტოს გამოყენება ცვლილებების იმ პუნქტების მიმართ ურჩია, რომლებიც ე.წ. ბონუსების სისტემას და საპარლამენტო არჩევნებში ბლოკების მონაწილეობის უფლების აკრძალვას ეხება.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
კონსტიტუციის მეხუთე მოდელი და ყველაზე სწრაფი კანონმდებელი ერი მსოფლიოში

დამტკიცებული კანონპროექტის მიხედვით, უნდა ამოქმედდეს სისტემა, რომელიც გაუნაწილებელი ადგილების განაწილებას იმგვარად ითვალისწინებს, რომ პრიორიტეტი ენიჭება იმ პარტიას, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა. საარჩევნო ბლოკების შექმნის უფლების აკრძალვა მომდევნო საპარლამენტო არჩევნების (2020) შემდეგ უნდა მოხდეს.

„ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა, პარლამენტი იმოქმედებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. პრეზიდენტის გადასაწყვეტია დაადებს თუ არა ვეტოს კანონპროექტს… "ეს არის ჩვენი შეთავაზება, რომ ამ ორი ნაწილის მიმართ გამოიყენოს პრეზიდენტმა ვეტოს უფლება. იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამ შემთხვევაში გამოავლენს კონსტრუქციულ პოზიციას და სწორედ ასეთი ფორმით გამოიყენებს ვეტოს უფლებას", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამაზე საპასუხოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მმართველ პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს" აღნიშნული საკითხის განსახილველად შეხვედრის გამართვა შესთავაზა.

საქართველოს პარლამენტის შენობასთან ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა - Sputnik საქართველო
კონსტიტუციის დაკრძალვა: საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა

„ვინაიდან პრეზიდენტის მიზანი ყოველთვის იყო კონსტიტუციის მიღება საერთო თანხმობით, სახელმწიფო ინტერსებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი, მმართველი პარტიის თხოვნის საფუძველზე, მათივე ინიციატივის განსახილვევლად,,,ქართულ ოცნებას" და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, ხვალ 16:00 საათზე სთავაზობს კონსულტაციებს პრეზიდენტის სასახლეში", — განაცხადა ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ.

ცვლილებების პროექტი მოქმედი კონსტიტუციის განახლებულ ვარიანტს წარმოადგენს, თანაც არსებითი ცვლილებების მქონე. ქვეყანა მმართველობის ნახევრადსაპრეზიდენტო ფორმიდან საპარლამენტოზე გადადის, რაც, თავისთავად, პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებასა და მისი უფლებამოსილების შემცირებას გულისხმობს. ამასთან, იზრდება პარლამენტის, მათ შორის ოპოზიციური ფრაქციების უფლებამოსილება.

გასულ კვირაში ვენეციის კომისიამ საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით წინასწარი ანგარიში წარადგინა. კომისია მიესალმება 2020 წლის არჩევნებზე ბლოკების შექმნის დაშვებას და გამსვლელი ბარიერის დაწევას, რადგან ეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადავადების ნეგატიურ შედეგებს გაანეიტრალებდა.

იმავე დროს ვენეციის კომისია მიესალმება "ქართული ოცნების" მზადყოფნას, 2024 წლისთვის ბონუსების სისტემის შემოღებაზე უარი თქვას.

განახლებული კონსტირუციის პროექტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა, რომელშიც უმრავლესობას "ქართული ოცნება" წარმოადგენდა. კომისიის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.

ყველა ახალი ამბავი
0