პატრიარქმა მრევლს მოუწოდა იფიქროს, როგორ უნდა გამთლიანდეს ქართველი ხალხი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების ტაძარში
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების ტაძარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატრიარქი სთავაზობს შაბათობით შეკრებას იმისათვის, რომ ერთმანეთს საკუთარი თავის შეცნობაში დავეხმაროთ

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს 28 სექტემბერს 10:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში შეკრებისკენ მოუწოდა, იმისათვის, რომ ადამიანებმა იფიქრონ, როგორ უნდა გამთლიანდეს ქართველი ხალხი.

ამის შესახებ ილია მეორემ ბრძანა ქადაგებისას, რომელიც ჯვართამაღლების დღესასწაულს დაუკავშირა. ჯვართამაღლების დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველწლიურად 27 სექტემბერს აღნიშნავს.

„მაშასადამე, ხვალ, ათ საათზე, ვიკრიბებით აქ, სამების ტაძარში, იმისათვის, რომ მოვიაზროთ, როგორ მოხდეს გამთლიანება ქართველი ხალხისა, როგორ დავასუფთავოთ ჩვენი კარ-მიდამო, ჩვენი სულები, ჩვენი გონება და შემდეგ ეს უნდა გავრცელდეს მთელს საქართველოში", — ბრძანა პატრიარქმა.

სამება - Sputnik საქართველო
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს მრევლი თაყვანს სცემს

ილია მეორის თქმით, ღმერთი მოწყალეა და ქართველ ხალხს მთლიანობას აუცილებლად მისცემს.

„ხვალ იქნება შეხვედრა სამებაში, მაგრამ მომავალში, რადგან ეს სამუშაო დღეა, ალბათ შაბათობით გვექნება შეხვედრები. ჩვენ უნდა შევიცნოთ თავი ჩვენი და შევიცნოთ ერთმანეთი, ჩვენ უნდა მხარში ამოვუდგეთ ერთმანეთს. რატომღაც ისეა მოწყობილი ადამიანის გონება, რომ ერთმანეთში ცუდს ვხედავთ და ნაკლებად კარგს. უნდა დავინახოთ სიკეთე, უნდა დავინახოთ სიყვარული, სიხარული. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა", — ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორემ 28 სექტემბერს საქართველოს და ქართველი ხალხის გამთლიანების დღე უწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0