ჩამოვა თუ არა კუსტურიცა: შსს კანონის შესაბამისად იმოქმედებს

© AFP 2024 / TIZIANA FABIრეჟისორი ემირ კუსტურიცა
რეჟისორი ემირ კუსტურიცა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ემირ კუსტურიცას კონცერტის ბილეთების გაყიდვა სამშაბათს დაიწყო, ოთხშაბათს კი, მას შემდეგ, რაც მედიას ცხინვალში მისი გამგზავრება გაახსენდა, აჟიოტაჟი ატყდა

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გააკეთა კომენტარი თბილისში საკულტო იუგოსლავიელი და სერბი კინორეჟისორის ემირ კუსტურიცას მომავალ ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც ადრე ცხინვალში იყო ნამყოფი.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში ნებისმიერი კომერციული საქმიანობა ან იქ შესვლა, არა იმ ტერიტორიებიდან, რომლებსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს. აღნიშნული დარღვევა ისჯება ჯარიმით, განმეორებითი დარღვევა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით.

„ჩვენ, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად", — აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

იური ლუჟკოვი - Sputnik საქართველო
ლუჟკოვი საქართველოს "შავ სიაში" მოხვდება

როგორც მედიასაშუალებები მანამდე იტყობინებოდნენ, კუსტურიცა 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ფილმის გადაღებას გეგმავდა. 2009 წლის ოქტომბერში ის ფილმისთვის მასალის შესაგროვებლად ცხინვალში გაემგზავრა, თუმცა პროექტი არ განხორციელდა.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიას საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. მოსკოვმა ამ ტერიტორიებიოს დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" მიიღო.

კუსტურიცა, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, სერბეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა და ხელოვნებათა აკადემიის წევრი, კინოში მოღვაწეობის გარდა, ცნობილია როგორც ფოლკ-როკ ჯგუფ The No Smoking Orchestra-ს გიტარისტი. სწორედ ამ მუსიკალურ ჯგუფთან ერთად კუსტურიცა თბილისში სტუმრობას პირველად 8 დეკემბერს გეგმავს.

კონცერტის ბილეთების გაყიდვა სამშაბათს დაიწყო.

ჯგუფი The No Smoking Orchestra მთელ მსოფლიოში კონცერტებს მართავს. საქართველომდე ჯგუფი კონცერტებს გამართავს რუსეთში, ყაზახეთში, საფრანგეთში, ბელგიასა და ჩილეში.

ემირ კუსტურიცას და ჯგუფ The No Smoking Orchestra-ს კონცერტი თბილისის სპორტის სასახლის სცენაზე უნდა გაიმართოს.

ყველა ახალი ამბავი
0