საქართველოში 27 სექტემბერს აფხაზეთის ომში დაღუპულებს იხსენებენ

© courtesy of Giorgi Margvelashviliგმირთა მემორიალი
გმირთა მემორიალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პირველმა პირებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ქვეყნის მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ხალხის ნაკადი ღამიდან არ წყდება — ოთხშაბათს საქართველოში სოხუმის დაცემის ტრაგიკულ თარიღს იხსენებენ.

1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, რომელსაც ქართული საჯარისო ნაწილები იცავდნენ. სოხუმი აფხაზური და ჩრდილოკავკასიური შეიარაღებული ფორმირებების ხელში გადავიდა, რომლებმაც 30 სექტემბერს აფხაზეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარეს კონტროლი. საქართველოში ამ დღეს აღნიშნავენ, როგორც ხსოვნისა და იმედის დღეს.

"დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი — საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ოცნება, რომლითაც იბრძოდნენ ეს ადამიანები, აუცილებლად ახდება და ერთ დღეს ჩვენ აუცილებლად აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას ჩვენ აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად", — განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

© FB / Irakli Kobakhidzeპარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
Председатель парламента Грузии Ираклий Кобахидзе возложил венок к Мемориалу героев в Тбилиси  - Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

ამ დღეს აფხაზეთში საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ნათესავები და ახლობლები, პოლიტიკოსები ტრადიციულად, მათი ხსოვნის პატივსაცემად, მემორიალს გვირგვინებითა და ყვავილებით ამკობენ და სანთლებს ანთებენ.

"დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ და ქედს ვიხრით იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც გმირულად დაეცნენ ამ ბრძოლაში. მინდა მივუსამძიმრო იმ ოჯახებს, რომელთა შვილები, მეუღლეები, დები და ძმები დაიღუპნენ ამ ომში", — განუცხადა ჟურნალისტებს მემორიალთან საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ აუცილებელია აფხაზებთან ძმური ურთიერთობების აღდგენა.

"მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან ბევრი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ოსი და აფხაზი ძმები, დავიბრუნოთ ისინი მშვიდობიანი გზით, ჩვენი ქვეყნის სიძლიერით და იმ სიყვარულით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომში ერთობლივად ცხოვრებისთვის", — განაცხადა მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი: ეს იყო ომი, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყავს

ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.

"ჩვენ არ უნდა დავუშვათ დაპირისპირება, კონფლიქტი და ომი. ეს არის სრულიად დაუშვებელი, ამიტომ, ჩვენი ამოცანაა მშვიდობა, მშვიდობიანი განვითარება და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რომ ჩვენი მომავალი იყოს უკეთესი, და ეს არის მშვიდობის გზა, შერიგების გზა, იმიტომ, რომ ამას არ გააჩნია ალტერნატივა", — აღნიშნა ციხელაშვილმა.

სამშობლოს დამცველი ქართველების გმირობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

"მაშინ არაერთმა გმირმა ქართველმა შესწირა სიცოცხლე სამშობლოს დაცვას. დღეს ჩვენ განსაკუთრებით გამოვყოფთ იმ ადამიანის ღვაწლს, რომელიც სეპარატისტებმა 27 სექტემბერს ჟიული შარტავასთან ერთად ალყაში მოაქციეს და დახვრიტეს, რომელიც წელგამართული შეეგება სიკვდილს, რომელსაც უბრძანეს, რომ დაჩოქებულიყო, მისი პასუხი კი იყო — არასოდეს!", — განაცხადა მარგველაშვილმა.

© FB / Giorgi Margvelashviliპრეზიდენტი მარგველაშვილი გმირთა მემორიალთან
Президент Грузии Георгий Маргвелашвили у Мемориала героев в Тбилиси почтил память павших за целостность страны  - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი მარგველაშვილი გმირთა მემორიალთან

ამ ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სამშობლოს უმაღლესი ჯილდო — ეროვნული გმირის წოდება გადასცა სოხუმის ყოფილ მერს, პოლკოვნიკ გურამ გაბისკირიას ოჯახს, რომელიც სწორედ 27 სექტემბერს მოკლეს.

1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა გასცა ბრძანება ფსოუ-ენგურის სარკინიგზო ხაზის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე ეროვნული გვარდიის შეყვანის შესახებ. ე. წ. აფხაზური გვარდიის მეომრებმა ქართველ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგ დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება, რომელიც ომში გადაიზარდა.

ომი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. მისი შედეგია ასობით ათასი დევნილი, ათეულობით ათასი დაღუპული. თბილისმა დაკარგა კონტროლი აფხაზეთზე. შეიარაღებული დაპირისპირების დროს ქართული მხრიდან 15 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

 

ყველა ახალი ამბავი
0