ყაზბეგში XIX საუკუნის ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

© FB / Roads Department 0f Georgiaსაქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით ძველი ხიდის აღდგენა
საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით ძველი ხიდის აღდგენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე ხიდების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდინარე ბიდარაზე ძველი ხიდის აღდგენა და ასევე ექსპლუატაციაში არსებული ხიდის გაფართოება და რეაბილიტაცია საქართველოს ხელისუფლებას 2,5 მილიონი ლარი დაუჯდება, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ურეკო-შეკვეთილის გზა - Sputnik საქართველო
ბათუმის შემოვლით გზას თურქული კომპანია ააშენებს

ხიდები მდებარეობს მდინარე ბიდარზე, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ძველი 1864 წელს აშენებული ქვის თაღოვანი ხიდის აღდგენა და ასევე ექსპლუატაციაში არსებული ხიდის გაფართოება და რეაბილიტაცია.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი ღირებულება — 2,5 მილიონი ლარია. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები ივლისში დაიწყო და 2017 წლის ბოლომდე დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0