საქართველო ჩინეთიდან ტრანსპორტის მართვის გამოცდილებას გაიზიარებს

© AP Photo / Andy Wongპეკინი
პეკინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო პეკინის ტრანსპორტის მართვის ცენტრის გამოცდილების გაზიარებას გეგმავს, რომელიც გზებზე უსაფრთხო მოძრაობას აკონტროლებს

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, პეკინის ტრანსპორტის მართვის მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ცენტრი დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გიორგი მღებრიშვილი და გუო შენგკუნი - Sputnik საქართველო
საქართველო და ჩინეთი დანაშაულთან ბრძოლის სფეროში ითანამშრომლებენ

ვიზიტის ფარგლებში მღებრიშვილმა ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ გუო შენგკუნთან შეხვედრა უკვე გამართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

„პეკინში ფუნქციონირებს საქართველოს შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მსგავსი — ტრანსპორტის მართვის ცენტრი, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას ემსახურება. მოგეხსენებათ, ჩინეთის ძლიერი მხარე მისი ტექნოლოგიური მიღწევებია. მჯერა, რომ მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენი უწყების ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს", — განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

საქართველოში ერთობლივი ოპერაციების ცენტრი 2016 წელს გაიხსნა. იგი ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფია, ტექნოლოგიების ცენტრალიზებული ჰაბი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სტრუქტურულ დანაყოფს აერთიანებს, უზრუნველყოფს მონიტორინგს, ანალიტიკას, პოლიციის ძალების ერთიან მართვასა და მხარდაჭერას.

ჩინეთში მღებრიშვილის პირველი სამუშაო ვიზიტი 24 სექტემბერს დაიწყო და 26 სექტემბერს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0