თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ყუბანში სამშაბათს ღამით ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 20 მგზავრი კრასნოდარისა და გორიაჩი კლიუჩის საავადმყოფოებში რჩება, იუწყება РИА Новости კრასნოდარის მხარის ჯანმრთელობის სამინისტროზე დაყრდნობით.
საექსკურსიო ავტობუსს აფხაზეთიდან ნიჟნი ნოვგოროდში მომლოცველები გადაჰყავდა, რა დროსაც ღამის 01:00 საათზე ყუბანის გორიაჩეკლიუჩის რაიონში ტრასაზე М-4 "დონი"ავტობუსი გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა. ავარიის მომენტში მასში 26 მგზავრი იმყოფებოდა. შეჯახების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.
ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. წინასწარი ვერსიით, ავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
ავარიის ადგილზე სასწრაფო დახმარების 27 ბრიგადა გამოცხადდა, საიდანაც 20 ადამიანი გოსპიტალიზებულია, 10 ადამიანი მძიმე და საშუალო სიმძიმის მდგომარეობაში იმყოფება. ავტობუსის მგზავრებს შორის არასრულწლოვანები არ ყოფილან.
კრასნოდარის მხარის გუბერნატორის დავალებით ავრიაში დაშავებულებს სათანადო სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.