ჩრდილო ოსეთში ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშისასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხი ავტომობილის შეჯახებისას 50 და 21 წლის მამაკაცები დაიღუპნენ

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ჩრდილო ოსეთში, არდონის რაიონში ოთხი ავტომობილის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ექვსი დაშავდა, იუწყება РИА Новости რეგიუნულ შსს-ზე დაყრდნობით.

„წინასწარი ინფორმაციით, 23 სექტემბერს საღამოს ვლადიკავკაზ-ჩიკოლ-ლესკენ-2-ის ავტომაგისტრალის 48-ე კილომეტრზე „გაზ-3110"-ის მარკის ავტომობილის მძღოლი, სოფელ სურხ-დიგორას 21 წლის მკვიდრი, გასწრების დროს Ford-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა, რომელსაც ვლადიკავკაზის 50 წლის მკვიდრი მართავდა. შეჯახების შემდეგ ავტომობილი „ვოლგა" კიდევ ორ ავტომობილს შეეჯახა", — ნათქვამია განცხადებაში.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად Ford-ის მძღოლი სავადმყოფოში გარდაიცვალა. სიცოხლესთან შეუთავსებელი ტრავმები „ვოლგის" 21 წლის მგზავრმაც მიიღო.

„კიდევ ექვსი ადამიანი — „ვოლგის" მძღოლი და სხვა მანქანების მგზავრები, მათ შორის 11 წლის გოგონა, სხვადასხვა ტრავმებით რესპუბლიკის სამედიციო დაწესებულებებში გადაიყვანეს", — აღნიშნავს შსს. მიმდინარეობს ავტოავარიის დეტალების დადგენა.

ყველა ახალი ამბავი
0