თბილისობა 2017-ს მოსკოვში 7 ოქტომბერს მასშტაბურად აღნიშნავენ

© Фото: IDS Borjomi Россияთბილისობა მოსკოვში
თბილისობა მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების სტუმრებს კულტურულ-გასართობი პროგრამა და კულინარიული მასტერ-კლასები ელოდებათ

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. მოსკოვში უკვე მეშვიდედ ქართული კულტურის ფესტივალს "თბილისობა-2017" მასშტაბურად აღნიშნავენ.

ღონისძიება ბაღ "ერმიტაჟში" გაიმართება.

"დღესასწაული მოსკოვური შემოდგომის კარგ ტრადიციად ყალიბდება და უფრო კაშკაშა და მასშტაბური ხდება. წელს ორგანიზატორებმა მოამზადეს გრანდიოზული პროგრამა, რომელიც ფესტივალის სტუმრებს მთელი დღით ამ სტუმართმოყვარე ქვეყნის ატმოსფეროში ჩაძირვის საშუალებას მისცემს", — აღნიშნულია "ერმიტაჟის" ვებ-გვერდზე.

თბილისობაზე - Sputnik საქართველო
„თბილისობა 2017" მასშტაბური იქნება და მთელ ქალაქს მოიცავს

სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა ელოდებათ. საქართველოს "დაგემოვნება" შესაძლებელი იქნება ფუდ-კორტზე. ეთნიკურ სტილში გაფორმებულ დახლებზე პოპულარული მოსკოვური რესტორნები სტუმრებს შესთავაზებენ ეროვნულ კერძებს: ხინკალს, ჩაქაფულს, ფხალს, ხაჭაპურს, გებჟალიასა და სხვა.

ტრადიციულად, ფესტივალზე ყოველ წელს ქვეყნის რომელიმე რეგიონს წარმოადგენენ — ამჯერად დღესასწაული საირმეს მიეძღვნება.

ქართულ შოთ პურს თონეში გამოაცხობენ. ასევე არ დავიწყებიათ ორგანიზატორებს ჩურჩხელა — ჩატარდება მისი მომზადების მასტერ-კლასი.

ფესტივალზე აუდიტორიას ყურძნის დაწურვის შანსიც ექნებათ — მათ შესთავაზებენ რეზინის ჩექმებს და ყურძნის დაწურვაში მონაწილეობის მიღებას.

ეს ყველაფერი ქართული სიმღერისა და ცეკვის ფონზე გაიმართება, რომელიც წარმოდგენილი იქნება მთავარ სცენაზე. საკონცერტო პროგრამა მთელ დღეზეა გათვლილი — სცენაზე გამოვლენ პოპულარული შემსრულებლები საქართველოდან და რუსეთიდან.

დუბლინში თბილისობა აღნიშნეს - Sputnik საქართველო
ირლანდიაში მყოფმა ქართველებმა პირველად იზეიმეს თბილისობა

"ქვეყნის კულტურის გაცნობა შესაძლებელი იქნება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ზონაში. სტუმრებს უჩვენებენ ფერწერას, ინტერიერის ნიმუშებს, სუვენირებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, თიხის ნაკეთობებსა და ქართველი დიზაინერების სამოსს. სპეციალურად მოწვეულია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი ლიანა ბაშელეიშვილი, რომელიც ქართული ენისა და ეთნოგრაფიისადმი მიძღვნილ ლექციას წაიკითხავს, სწორედ ენიდან და ეთნოსიდან იწყება თითოეული ქვეყანა", — ნათქვამია ფესტივალის ანონსში.

დღესასწაულის ყველაზე პატარა სტუმრებისთვის ბაღში მოეწყობა უზარმაზარი კედელი ქართული მულტფილმების პერსონაჟებით, ასევე დაგეგმილია სპორტული შეჯიბრებები "ლახტისა" და "ლელობურთის" მოტივებზე.

ორგანიზატორების განცხადებით, სპეციალურად "თბილისობისთვის" მოსკოვში გამოუშვებენ უნიკალურ ღია ბარათს. თავისი შთაბეჭდილებების გაზიარება ზეიმზე და ღია ბარათის გაგზავნა საყვარელი და ახლობელი ადამიანებისთვის მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში პირდაპირ ადგილზე იქნება შესაძლებელი. ამისთვის ფესტივალის ტერიტორიაზე ფესტივალის პარტნიორ "რუსეთის ფოსტისგან" დაიდგმება ლურჯი საფოსტო ყუთი.

დღესასწაული გაიხსნება მოსკოვის დროით 12:00 საათზე 21:00 საათამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.

 

ყველა ახალი ამბავი
0